მატჩში პირველი გოლი ესტონელებმა გაიტანეს, თუმცა გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა. ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურაბ დავითაშვილმა 4-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს და ჩვენი გუნდი ფინალში 9 ქულით გავიდა.
ფინალი 20 აგვისტოს ბორისპოლის სტადიონზე გაიმართება და ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც ჩვენი მეტოქე ისრაელი იქნება. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინალში
ესტონეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, ბაქრაძე, ნონიკაშვილი, ჯანგველაძე (გულიაშილი 65), ჭავჭანიძე (გელაშვილი 51), ბენდიანიშვილი (კვარაცხელია 51), მექვაბიშვილი (შალიკაშვილი 51), ლორთქიფანიძე (ჩოთალიშვილი 51), თუდები (კაპანაძე 51), ლომთაძე (დავითაშვილი 51), ჩარკვიანი (აზაროვი 51).
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით