ერთი ცვლილებით ლიდერობის დასაბრუნებლად - როგორი იქნება "რომასთან" "ნაპოლის" შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მეცამეტე ტურში "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს და პირველი ადგილის დაბრუნებას შეეცდება. SKY-ს ცნობით, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე "ინტერთან" მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთ ცვლილებას განახორციელებს - ბილი გილმორის ნაცვლად სტანისლავ ლობოტკას დააყენებს, რომელმაც ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა.

"ნაპოლი" (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.

შეხვედრა "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"ამის შიში ნამდვილად გვაქვს" - რა თქვა კონტემ "რომასთან" მატჩის წინ?

alt"ზოგიერთ ადამიანს დაავიწყდა, რაც მან "ნაპოლისთვის" გააკეთა" -

"პარტენოპეის" ყოფილი ფორვარდი ალექს მერეტზე

altკვარაცხელიას ისტორიული კადრი, კონტეს მთავარი პრობლემა და ნდობა ლუკაკუს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული