U17. საქართველოს ნაკრებმა ვიქტორ ბანიკოვის ტურნირზე ესტონეთიც დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირის ჯგუფური ეტაპი სამიდან სამი მოგებით დაასრულა. ბელარუსისა და უკრაინის შემდეგ გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ესტონეთიც დაამარცხეს - 2:1.

მატჩში პირველი გოლი ესტონელებმა გაიტანეს, თუმცა გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის შემოტრიალება მოახერხა. ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურაბ დავითაშვილმა 4-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს და ჩვენი გუნდი ფინალში 9 ქულით გავიდა.

ფინალი 20 აგვისტოს ბორისპოლის სტადიონზე გაიმართება და ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც ჩვენი მეტოქე ისრაელი იქნება. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინალში
პენალტების სერიით დაამარცხა ისრაელი და თასი მოიპოვა.

ესტონეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, ბაქრაძე, ნონიკაშვილი, ჯანგველაძე (გულიაშილი 65), ჭავჭანიძე (გელაშვილი 51), ბენდიანიშვილი (კვარაცხელია 51), მექვაბიშვილი (შალიკაშვილი 51), ლორთქიფანიძე (ჩოთალიშვილი 51), თუდები (კაპანაძე 51), ლომთაძე (დავითაშვილი 51), ჩარკვიანი (აზაროვი 51).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელ საათზე იწყება?...იქნებ მოახერხოთ და ლინკი დადოთ.
murtalo
14:08 20-08-2017
0
აბა დღესაც გავიხაროთ ერთი
xorxe
13:13 20-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული