გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების ახალი შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ახალი შემადგენლობა 2019 წლის ევროშესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. 26 აგვისტოს გიორგი ყიფიანი გუნდს თბილისში შეკრებს, 29 აგვისტოს კი ტირანაში გაემგზავრება, სადაც ალბანეთის 19-წლამდე ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრები 30 აგვისტოს და 1 სექტემბერს გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა ალბანელებთან სათამაშოდ 1999-2000 წლებში დაბადებული 22 ფეხბურთელი შეარჩია:

ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კერესელიძე (ცხინვალი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), იური ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), აკაკი
ნინუა (სამტრედია), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკოლოზ ნინუა (დინამო თბ), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ლუკა ასათიანი (ვიგრი სუვალკი, პოლონეთი), ნიკა ღლონტი (შუქურა), თენგიზ თოლორდავა (მარტვილი), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ), სერგო კუხიანიძე (ტორპედო), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 8-14 ნოემბერს ჩაერთვება. ჩვენი მეტოქეები საფრანგეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ანდორა იქნებიან. შესარჩევ ეტაპს ბოსნია უმასპინძლებს.

წყარო: სფფ
მკითხველის კომენტარები / 9 /
ანდრონიკაშვილს არ გაამაზინოთ ნაკრები დევდარიანმა და ყიფიანმა ვარსკვლავი გახადეს გლახაობ ტო
0
ჩაკვეტაძეს, არაბიძეს და კოხრეიძეს რო არ გამოიძახებ ძაან მოიგებ
ხვიჩა
13:44 04-09-2017
0

სიახლეები პოპულარული