გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების ახალი შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ახალი შემადგენლობა 2019 წლის ევროშესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. 26 აგვისტოს გიორგი ყიფიანი გუნდს თბილისში შეკრებს, 29 აგვისტოს კი ტირანაში გაემგზავრება, სადაც ალბანეთის 19-წლამდე ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრები 30 აგვისტოს და 1 სექტემბერს გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა ალბანელებთან სათამაშოდ 1999-2000 წლებში დაბადებული 22 ფეხბურთელი შეარჩია:

ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კერესელიძე (ცხინვალი), ნიკოლოზ მალი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), იური ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), აკაკი
ნინუა (სამტრედია), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკოლოზ ნინუა (დინამო თბ), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ლუკა ასათიანი (ვიგრი სუვალკი, პოლონეთი), ნიკა ღლონტი (შუქურა), თენგიზ თოლორდავა (მარტვილი), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ), სერგო კუხიანიძე (ტორპედო), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 8-14 ნოემბერს ჩაერთვება. ჩვენი მეტოქეები საფრანგეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ანდორა იქნებიან. შესარჩევ ეტაპს ბოსნია უმასპინძლებს.

წყარო: სფფ
მკითხველის კომენტარები / 9 /
ანდრონიკაშვილს არ გაამაზინოთ ნაკრები დევდარიანმა და ყიფიანმა ვარსკვლავი გახადეს გლახაობ ტო
gio
05 ოქტომბერი 2017 14:15
0
ჩაკვეტაძეს, არაბიძეს და კოხრეიძეს რო არ გამოიძახებ ძაან მოიგებ
ხვიჩა
04 სექტემბერი 2017 13:44
0
eg kazi naznobobit akalibebs nakrebs, martlaz samarzxvino sakzielia.
qomagi
26 აგვისტო 2017 18:32
0
რატომ გაუშვეს ვასილ მაისურაძე ,ძალიან კარგი მწვრთნელია და გაცილებით ძლიერი ფეხბურთელები ყავდა შერჩეული.სად არიან ამ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები.ისინი არ აწყობდათ.სულ არიეს დალაგებული ნაკრები.ვინ ყავს ყიფიანს გამოძახებული,ნახევარი არ იმსახურებს ნაკრებს.ასე აპირებს ევროპის შესარჩევზე გასვლას?.სირცხვილია ვინც მართლა იმსახურებს იმ ბავშვებს ბლოკავენ და ნაცნობობით იღებენ ნახევარს.მაისურაძე ნიჭით არჩევდა ფეხბურთელებს და ასეთი მწვრთნელი არ აწყობდათ.დანიშნეს ის ,ვისაც ნაცნობობით მიაღებინებენ.საბურთალოზე და დინამოზე აქვთ აქცენტი.სად არიან ქიმერიძე,კასრელიშვილი,კიკალიშვილი,ნიკოლეიშვილი და სხვები ,რომლებიც ამ ნაკრების ძირითადი მოთამაშეები იყვნენ.
გულშემატკივარი
26 აგვისტო 2017 15:42
1
რომელ წარმატებას?!!!!!!!
გულშემატკივრებს
01 სექტემბერი 2017 16:16
0
დაიწყეთ უკვე?? სულ ასეთი გამწარებული რატომ ხართ? რატომ ვერ წავიკითხე თქვენი ვერცერთი კომენტარი მაშინ, როცა 19 წლამდელებმა წარმატებას მიაღწიეს? გულწრფელად გეუბნებით უხერხულია ამდენი ბოღმა და ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები ბატონო ,,პროფესორო". სულ სხვაზე ჭკვიანი, კომპეტენტური და სამართლიანი როგორ ხართ?! არ შეიძლება ასე, უხერხულია:)
გულშემატკივარს
26 აგვისტო 2017 17:39
2
დიდ წარმატებებს გისურვებთ!
გიორგი
26 აგვისტო 2017 15:42
0
წარმატებები!!!!
ირაკლი ჩიქოვანი
26 აგვისტო 2017 15:41
0
დიდი წარმატებებს გისურვებთ!!!
გიორგი
26 აგვისტო 2017 15:39
0

სიახლეები პოპულარული