U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი პოლონეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-3 ჯგუფში პირველი შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად მოიშალა და პოლონელთა მოწოდებულ მომდევნო კუთხურსაც ლაზარე კუპატაძის კარში გოლი მოჰყვა. პოლონელთა კაპიტანმა დუბლი 65-ე წუთზე მიითვალა - 0:2.

საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 52 /
სიმართლე გამარჯობა. პირველ რიგში ასაკობრივი ნაკრებები ევროტურნირებზე არმონაწილეობენ. თუ გულშემატკივარი ხარ უნდა იცოდე ,რომ ნაკრებები თამაშობენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. უ - 19 მა ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და საკმაოდ კარგადაც. თუ გულშემატკივარი ხარ უნდა იცოდე, რომ საქართველიში ამ ნაკრებმა უდიდესი სიმპატია დაიმსახურა და ახალგაზრდების თამაშს 25 000 მაყურებელი დაესწო. რაც შეეხება უ-21 პირველი თამაში ითამაშეს გუშინ. ხოდა აბა რას ბოდიალობ ? ნეტა მართლა გულშემატკივარი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხარ გაბოროტებული ფეხბურთელის მშობელი , რომელიც უნიჭობის გამო ვერ ხდება ნაკრებში ან თვითონ ფეხბურთელი ხარ. ყველა გაბოროტებულს მოგმართავთ მაგრა იშიფრებით და სირცხვილია
შევხდეთ და ვიმსჯელოდ
02 სექტემბერი 2017 17:42
1
მოგესალმებით მეგობრებო. თქვენს მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებში ძალიან ხშირად ახსენებთ ნეპოტიზმს ახალგაზრდულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებში. გთხოვთ მოგვაწოდოთ ყველა მტკიცებულება და არგუმენტი რომელიც თქვენ გაძლევთ საშუალებას გაახმოვანოდ ასეთი მძიმე და დასჯადი ქმედებების შესახებ. ჩვენ, შესაბამისი ორგანო აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მივმართავთ პორტალის მომხმარებლებს ( კახი.სიმართლე.სევკო.) თუ ნამდვილად გაქვთ სურვილი დაეხმაროდ საზოგადოებას, მოგიწოდებთ დატოვოდ თქვენი საკონტაქტო კოორდინატები. წინააღმდეგ შემთხვევაში შევიქმნებით იძულებულნი თავად მოვიძიოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ რათა დაეხმაროდ გამოძიებას.
მოგესალმებით მეგობრებო. თქვენს მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებში ძალიან ხშირად ახსენებთ ნეპოტიზმს ახალგაზრდულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებში. გთხოვთ მოგვაწოდოთ ყველა მტკიცებულება და არგუმენტი რომელიც თქვენ გაძლევთ საშუალებას გაახმოვანოდ ასეთი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. .
02 სექტემბერი 2017 17:04
0
საერთოდ მთავარი პრობლემა სამწვრთნელო შტაბშია,როგორც ნაკრებში,ისე გუნდებში.ეროვნულ ჩემპიონატში ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებენ ბევრ კარგ და ნიჭიერ ფეხბურთელს,იმიტომ რომ ,მათ არავინ მფარველობთ.ნეპოტიზმია ვირუსივით გავრცელებული როგორც გუნდებში,ისე ასაკობრივ ნაკრებებში.გადახედეთ ვინ ყავთ გამოძახებული ასაკობრივ ნაკრებებში.ნახევარი გუნდებშიც ვერ თამაშობს.არის გუნდები ,სადაც მწვრთნელი ნიჭიერ ფეხბურთელს ბლოკავს იმის გამო ,რომ თავისი ნაცნობი ათამაშოს და მართლა მონდომებული და მებრძოლი ფეხბურთელი განაცხადშიც არ შეიყვანოს.როდესაც გაუჭირდება მარტო მაშინ იძახებს თამაშებზე და იმის წყალობით იგებს,ასეთ მწვრთნელს რა უნდა გუნდში?იმიტომ არის ქართული ფეხბურთის საქმე კარგად.ჯერ მიხედონ გუნდებს და მერე ქონდეთ პრეტენზია ნაკრებში გამოძახებაზე.ნუ დაჩაგრავთ მწვრთნელებო ნიჭიერ ფეხბურთელებს,ასეთები სანთლით საძებარია.გუნდიდან უშვებენ მცოდნე მწვრთნელს და მოყავთ უარესი არაპროფესიონალები,ასე შორს ვერ გაფრინდებიან.ასაკობრივ ნაკრებებში ნახევარი თავიანთი ხალხი ყავთ გამოძახებული.მარტო საბურთალო -დინამოს თამაშზე ეგონება ადამიანს თავი.განსაკუთრებით საბურთალოა პოპულარული.ხეჩიკაშვილის ხელი ეტყობა.19 წლამდელთა ლიგაზე ცხინვალის გუნდი პირველ ადგილზეა,იქიდან არ იძახებს ფეხბურთელებსყიფიანი,ვინც მართლა გამოძახებას იმსახურებს და საბურთალოდან და დინამოდან ყავს თითქმის ნახევარზე მეტი.სანამ ნეპოტიზმი არ დამთავრდება,სანამ ჩვენი საშველი არ არის.
გულშემატკივარი
02 სექტემბერი 2017 16:30
0
სამწუხარო ის არის, რომ მხოლოდ ფეხბურთელების გინებაზეა აქცენტი გადატანილი. მერე და ვინ შეარჩია ესენი ნაკრებში სათამაშოდ, ვინ ათამაშებს ეროვნული ლიგის წამყვან გუნდებში?

თავი და თავი გეგუჩაძეა, ....... კაცი, რომელსაც მუდამ აქებს და აქებს გულშემატკივარი, მიუხედავად სამარცხვინო წაგებებისა, მიუხედავად ნეპოტიზმის არაერთი მაგალითისა.

ასაკობრივი ნაკრებების წარუმატებლობა ევროტურნირებზე მთლიანად გეგუჩაძის კისერზეა. უ19 და უ21 ტრენერები ყველა მაგის დანიშნულია და როგორც უნდა ისე მართავს ყველას. აბა ყიფიანს ისე ტრენერად ვინ დანიშნავდა.

იქნებ მოვიდნენ გონზე ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ლიგის კლუბების ტრენერები და უარი თქვან მის მიერ თავსმოხვეული ვითომ „გეგმის“ და ცალკეული დაკვეთების განხორციელებაზე.
სიმართლე
02 სექტემბერი 2017 13:30
0
KAXI ყველამ კარგად იცის ვინც ათამაშებს ეროვნული ლიგის გუნდებში.მწვრთნელებზეა ისეთი ბავსჰვების ცოდვა,ვინც მართლა იმსახურებს გუნდშიც და ნაკრებშიც ტამაშსს.ნიჭიერ ფეხბურთელებს ზოგიერთ გუნდში გასაქანს არ აძლევენ და ბლოკავენ ,რომ არ გამოჩნდნენ სანაკრებო სიებში,სამაგიეროდ ნაცნობები ყავთ დაყეენებული ძირითადში.ამის მერე კიდევ უკვირთ რატომ არ არის შედეგიო? საანამ ნეპოტიზმი იქნება გამეფებული,არაფერი ეშველება არც გუნდებს და არც ნაკრებს.
პ.ს.
02 სექტემბერი 2017 16:42
0
Kacs ro gveli miachecho xelebshi, xo warmogidgeniat ra reaqcia eqneba?! Egreve moishorebs, sashinel panikashi chavardeba xoo?? ai zustad maseti reaqciebi aqvt burtis migebis dros chven fegburtelebs, darchebian burttan marto da ai mere iwyeba panika, sad da rogor moishores Es wyeuli ragac burti, ukve agar icis, da bolos amoucheren simwrisgan, da eg ari.....( arada burts damushaveba unda shenarchunebaaa da ase shemdeg :D :D :D qartuli asoebit Agar iwereba , am telefonebidan tu Ra xdeba, bodishi inglisuri asoebit ro davwere :) :) :)
Vasili
02 სექტემბერი 2017 11:56
0
კარში არ დაურტყამთ წინა ხაზი შესაცვლელია
giorgi
02 სექტემბერი 2017 08:30
0
ნეპოტიზმია ფეხბურთში.... საბურთალო=Dინამო აი შედეგი
giorgi
02 სექტემბერი 2017 08:27
0
martali xar. iqit sportis federaciis prezidentis kutvnili saburtalo da aqet fifias( romelmac didi wvrili sheitana amat gamarjvebashi) dinamo, amas davumatot cnobili fexburtelebis shvilebi, mati natesavebi nakrebshi da vigas axsovs nichieri upatrono fexburtelebi.
gio
02 სექტემბერი 2017 12:39
0
მოაშორედ სამწვრთნელო შტაბი მთლიანად აზრზე არარიან ისეთები დააყენა ძირითადში 10-10წუთი არ უწევთ თამაში ეროვნულში რა ათAმაშა ვერ გავიგე სამი აპორნიი ფლანგის ფეხბურთელები სად არიან
giorgi
02 სექტემბერი 2017 08:24
0
საქაღთველოს U21 წლამდე ნაკრები ანუ იგივე საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ხეჩიკაშვილისა, "დინამოს" ფეხბურთელთა დანამატით. თქვენი გაკეთებული საქმე არა გაიშვა რა.
gia geguchashvil-akopovi
04 სექტემბერი 2017 16:31
0
ნეპოტიზმი არა ქლიავი. ფეხბურთი სკოლებიდან იწყებოდა, ტარდებოდა კლასების, სკოლების, რაიონების და ა. შ. ჩემპიონატები და იზრდებოდნენ ნამდვილი ჩემპიონები, გაიხედეთ გარეთ მშვენიერი მინი სტადიონებია და მთელი საღამო დაცარიელებულია, ბავშვები კომპიუტერს მიეჯაჭვნენ და ყველაფერი აქ მორჩა, ქართველები ხომ ყველაფერ ახალში უზომოდ თავით ვეშვებით. ეხ რა ქვეყანა დაგვამხეს თავზე.
კოტე
04 სექტემბერი 2017 15:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული