U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი პოლონეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მე-3 ჯგუფში პირველი შეხვედრა პოლონეთის ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი ორივე კართან შეიქმნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 58-ე წუთზე გოლი აქეთ მიიღეს. კუთხურის შემდეგ არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, გიორგი ბერიძეზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების კარში 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დავიდ კოვნაცკიმ გოლად აქცია - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად მოიშალა და პოლონელთა მოწოდებულ მომდევნო კუთხურსაც ლაზარე კუპატაძის კარში გოლი მოჰყვა. პოლონელთა კაპიტანმა დუბლი 65-ე წუთზე მიითვალა - 0:2.

საქართველოს ნაკრებს მესამე გოლი 71-ე წუთზე ბარტოჟ კაპუსტკამ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

82-ე წუთზე ბერიძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი პოლონელთა კარში ვერ გადაგზავნა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ღირებული არაფერი შეუქმნია, სამაგიეროდ, კუპატაძეს მოუხდა ბოლო წუთებზე კარის გადარჩენა...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად, პოლონეთის გარდა, დანიის, ლიტვის, ფარერებისა და ფინეთის 21-წლამდელთა გუნდები ჰყავს. მომდევნო შეხვედრას გეგუჩაძის ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ლაზარე კუპატაძე, აკაკი შულაია (68, გიორგი კოხრეიძე), გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი კუცია (46, ცოტნე ნადარაია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლადო მოხევიშვილი (76, დავით კობოური), გიორგი ხარაიშვილი, ბექა მიქელთაძე, გიორგი ბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 52 /
ზუროსი დავნიშნოთ ფეხბურთიც არ ივარგებს?
ბერი ანხელი
02 სექტემბერი 2017 03:27
0
სამწუხაროა. პირველი რასაც ხაზს გავუსვამ არის ნეპოტიზმი.
მეორე არის მწვრთნელის დაშვებული შეცდომა (შემადგენლობა).
მესამე არის ტაქტიკის გარეშე თამაში.
მეოთხე - კუთხურის გათამაშებაშიც ტაკტიკა უნდა ვისწავლოთ როგორც
დაცვაში ისე შეტევაში.
მეხუთე - მივატოვოთ მოატყუა ერთი, ორი. დღეს სხვა ფეხბურთია.
მეექვსე - ნათელი მაგალითი უჩვენა გერმანიის ნაკრებმა მთელ
მსოპლიოს. გუნდში უნდა გყავდეს მოთამაშე რომელსაც ესმის
ტაქტიკა და არა ვინც ჟანგლიორობს.
SEVKO
02 სექტემბერი 2017 11:13
0
ეხ ჩემო კეთილო ხალხო ბევრმა არ იცის ჩვენი ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის ნამდვილი მიზეზი,ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჩემპიონატი,ისეთი,როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს,ასეთი ჩემპიონატის მოწყობის რამდენიმე გზა არსებობს,ან უნდა შეუერთდეთ უკრაინის ჩემპიონატს,ან თურქეთის ჩემპიონატს,ან ჩატარდეს კავკასიის ჩემპიონატი,საქარტველო,აზერბაიჯანი,სომხეთი და ჩრდილო კავკასიის რამდენიმე გუნდი,ან ბოლო-ბოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საერთო ჩემპიონატი,როგორიც კალათბურთშია,ჰოკეიშია და ა.შ.სხვანაირად ჩვენ არაფერი გვეშველება,გამგებმა გაიგოს რასაც ვამბობ.სირცხვილია ხალხო გეგუჩაძის,ძოზუაშვილის,ცეცაძის,დევდარიანის,მაისურაძის,ფრუიძის,ჟორჟიკაშვილის და სხვების ქება და დიდება და მათი იმედის ქონა,ეს ხალხი არის ჩამოწერილი "ტავარი",ჩივაძეს არაფერი გამოუვიდა არცერთ ნაკრებში და ამათ რა გამოუვათ,სად საშა და სად ესენი,აი ის ძლიერი ჩემპიონატი ყველაფერს დაალაგებს,ასეთი ხალხი ფეხბურთში ვეღარ გაჭაჭანდებიან,აღარ იქნება გადინება და ყველაფერი დალაგდება,ასეთი საქმეებით დაკავებული უნდა იყოს ფედერაცია,ისინი ფულის კეთებით არიან დაკავებული,ვეკითხები იმ ხალხს ვინც ძალით მოიყვანა კობიაშვილი და მისი გუნდი რა შეიცვალა,პირიქით ყველაფერი უარესობისკენ მიდის,გრცხვენოდეთ ქართველებო ასეთი საქციელისთვის.
roma
02 სექტემბერი 2017 10:33
0
ეტყობა შეგიძლია შეარიგო სომხეთი და აზერბაიჯანი! მაგათ უეფა ფიფა არ ათამაშებს ერთად და შენ გინდა ერთ ჩემპიონატში ათამაშო? სერბეტს, ხორვატიას, ისლანდიას და უელსს ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატები აქვთ, მაგრამ ნაკრებები ჩვენზე გაცილებით ძლიერი ყავთ. ბავშვთა ფეხბურთია მისახედი და მწვრთნელებია საჭირო ნორმალური. გაიოზ დარსაძე რომ ასწავლის მწვრთნელობას ის მწვრთნელი რა იქნება?
andro
02 სექტემბერი 2017 12:26
0
აშკარაა რომ არაკომპედენტური ხარ და არ გესმის რას ლაპარაკობ თორე იმას მაინც გააცნობიერებდი რომ საქართველო სომხეთი აზერბაიჯანი ვერ ითამაშებენ ერთად ....და სხვებთან უკრაინასთან თამაშისთვის რა თანხებია საჭირო იციი?კობიაშვილი კაი პრეზიდენტია მარა რაქნას შენნაორებით როა სავსე ქვეყანა
lashari
02 სექტემბერი 2017 12:17
0
არ გრცხვენიათ ბაბუკებო ეს იყო ფეხბურთის თამაში და ასეთი თამაშით სადმე მსოფლიო გრანდ გუნდებში მოხვედრაზეც ოცნებობთ? ( არ მიწყინოთ თქვენი ასაკიც ხომ ოცნების ასაკია) და თქვენი ასაკში ხომ ყველა ფიქრობს მომავალზე?
ფეხბურთის მაყურებელი1957 წლიდან
02 სექტემბერი 2017 10:20
0
ამოწურა გეგუჩაძემ თაბებივის შესაძლებლობები სასწრაფოდ შესაცვლელია,ეს უკვე კატასტროფაა
ogafa
02 სექტემბერი 2017 09:16
1
ამ დეპრესიულმა მწვრთნელმა ვერც ერთ გუნდში ვერ დადო მისაღები შედეგი საერთ. არენაზე. ზესტაფონი, დინამო, ტორპედო. დაიმახსოვრეთ, მამაც გენერალს მამაცი ჯარისკაცებიც ჰყავს. ბიჭები ვერც დარბიან და ვერც ურტყამენ. 3 ტურის შემდეგ ეს კაცი ისევ გადადგება და 4 წელიწადში ციკლი გამეორდება. ეს უკვე სტატისტიკაა.
legion
02 სექტემბერი 2017 08:43
0
ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ფეხბურთში არის მწვრთნელების და სამწვრთნელო შტაბის ძალიან დაბალი პროფესიონალიზმი და პლიუს ნეფოტიზმი.
ეს ხომ რეალობაა საქართველოში არ არსებობს წარმატებული მწვრთნელი და არც საქართველოს გარეთაც, ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ ქეცბაია მან გუნდი გახადა კვიპროსის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანა მართალია მან დიდი შეცდომა დაუშვა როდესაც დათახმდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას, ამით მან მისი როგორც მწვრთნელის განვითარება გაწირა - სამწუხაროდ.
მე ჩემი აზრი მაქვს საქართველოს არ ყავს მწვრთნელები და მაგ ეგრეთ წოდებული ნაკრების მწვრთნელების დანიშვნაშიც ნეპოტიზმია აბა საიდან ამდენი დეგენერატი მწვრთნელები, ბოლოს და ბოლოს მოიწვიეთ უცხოეთიდან მაგრამ არა ერთჯერადად არამედ შემუშავებული გენგეგმის დამმტკიცების შემდეგ.
ფეოლა
02 სექტემბერი 2017 08:42
0
არა უშავს, დარჩენილ თამაშებს შემდეგი საკვალიფიკაციო ტურნირის მოსამზადედბლად გამოვიყენებთ.
მამუკა
02 სექტემბერი 2017 07:42
0
არავინ წავიდეს სტადიონზე ირბინონ და იყვნენ.
კოლა
02 სექტემბერი 2017 03:41
0
გეგუჩაძე მანდ არაფერს წყვეტავს როგორც ვატყობ, ამ ფედერაციის ხელში არაფერიც არ იქნება, რა იყო ეს, თავმოყვარეობა თუ გაქვთ საერთოდ
vaso
02 სექტემბერი 2017 18:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული