U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: დანია-საქართველო 5:2

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, ბოლოადგილოსანმა საქართველოს ნაკრებმა ლიდერ დანიასთან დიდი ანგარიშით წააგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფის ერთადერთი უქულო გუნდი იყო, დანია კი, 6 ქულით, ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ დანიაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს.

დანიამ პირველი ტაიმი ინგვარტსენისა და დეულუნდის გოლებით მოიგო. მე-2 ნახევარში, კვლავ ინგვარტსენისა და ლარსენის გოლებით, ანგარიში 4:0 გახდა.

შეხვედრის მიწურული გოლების სიუხვით გამოირჩა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბექა მიქელთაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ერთ წუთში, სკოვმა ოთხბურთიანი სხვაობა
აღადგინა, ხოლო კიდევ ერთ წუთის გასვლის შემდეგ, მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დანია U21 - საქართველო U21 5:2
საქართველო U21:
კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69)
გოლები: 1:0 ინგვარტსენი 7, 2:0 დეულუნდი 21, 3:0 ინგვარტსენი 50, 4:0 ლარსენი 60, 4:1 მიქელთაძე 83, 5:1 სკოვი 84, 5:2 მიქელთაძე 85
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვერ აყენებს სასტავს გეგუჩაძე ვერაააააააა!!!!! მასე თუ გაგრძელდა მალე ფარერებიც მოგვიგებნ!!!
გერი
06 ოქტომბერი 2017 22:14
0
მართლა გგონია რომ ახლა ფარერებს მოვუგებთ?
ბებეტო
07 ოქტომბერი 2017 10:15
1
სასტავს რას უწუნებ?ამ ბიჭებზე უკიჟინებენ ვაისს,დიდ ნაკრებში რატომ არ ეძახიო და სააქაოდაც აღარ ვარგანან?მაგრამ ეგ არის მთელი ჩვენი ავლადიდება და ამით უნდა გავიდეთ იოლას.გეგუჩაძემ სასტავი კი დააყენა,მაგრამ თამაში ვერ დაუყენა.
სოსო
07 ოქტომბერი 2017 10:06
2
ამ ამბავს ძალიან ღრმა ფესვები აქვს, აქ ყველაფერი იწყება 10 -12 წლის ასაკიდან, დაარქმევენ ბავშვებს ნიჭIერებს, რომლებიც აუცილებლად დინამოშI უნდა იყვნენ და ცოტა საბურთლოში , ამ ასაკიდან იწყება ჩაწყობა, მერე გვერდით აღარ იყურებიან, ბავშვტა წლებია, იქნბ ვინმემ მოუმატა თამაშს, იქნებ ვინმემ ამათ გადაასწროთ , მაგრამ ეს უკვე აღარ აინტერესებთ, მერე დინამო- საბურთალოს ბიჭები გასაყიდი ყავთ და Yველა ტურნირზე დაატარებენ, სამწუხარო რეალობა ესაა, მწვრთნელებს არაფერი არ ეკითხებათ, იმიტომ ყავთ ეს უპრინციპო ხალხი მწვრთენელბათ, ისინიც მხოლოდ თავის ჯამაგირზე ფიქრობენ, მოკლედ ტყუილად ვიშLიტ ნერვებს, არაფერი არ ეშველება , ჯერ ჯერობით ასეა, მე შOრს ვარ იმ აზრისგან რომ კობიაშვილს ეს ყველაფერი მოსწონდეს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია
???aloSI
07 ოქტომბერი 2017 10:43
1
დანიას სუსტი გუნდი არ ჰყავს,მაგრამ ამ შემადგენლობის საქართველოს 21 წლამდე ნაკრებისგან ასეთ ცუდ თამაშს არ ველოდი ზედიზედ 2 წაგება ორივე დიდი ანგარიშით
daTo
07 ოქტომბერი 2017 00:43
0
არა რა ეს 5-2 მწვრთვნელის ბრალია როგორ დავიჯერო გუნდს ასეთი კარგი შემადგენლობა ყავდეს და ნადგურდებოდეს ეს გეგუჩაძის სისუსტეა და არა ფეხბურთელების
LIVE
06 ოქტომბერი 2017 23:57
2
კიდე გაუჩნდება ვინმეს კითხვა რატო არ იძახებენ ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელებს პირველ ნაკრებში?
Irakli apkhaidze
06 ოქტომბერი 2017 23:54
0
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ გეგუჩაძეს მანდ არავინ არაფერს ეკითხება, მანდ გადაწყვეტილებას საბურთალოს გენერალი ჭიაბრიშვილი იღებს და შედეგი ეგ უკვე მეორე საკითხია კიდევ სად მოგვისვრიან!
ომარი73
07 ოქტომბერი 2017 13:18
0
ესენი ხომ საერთოდ ფეხბურთის გარდა ყველაფერს აკეთებენ....თავში აუვარდათ ზოგიერთებს,უკვე ვარსკვლავები გონიათ თავები.....გეგუჩაძე არ არის სანაკრებ დონის მწვრთნელიიი...ზესტაფონიიია მაგის მაქსიმუმი...გუგავა დანიშნეთ,ის მაინც მოვააააა
patrioti
07 ოქტომბერი 2017 09:29
1
ნაკრებში მუშაობა და კლუბში მუშაობა ერთმანეთისგან განსხვავდება, გეგუჩაძე უდაოდ კარგი მწვრთნელია ოღონდ მას ფაქტია კლუბში უფრო კარგად გამოსდის მუშაობა და ნაკრებში უნდა იყვნენ ის მწვრთნელები ვინც არაერთხელ დაამტკიცა და შეუძლია ნაკრებში მუშაობა!
Dragonfly
07 ოქტომბერი 2017 08:05
0
U21 საბურთალო
dato
07 ოქტომბერი 2017 02:45
0
ესეა როცა კორპუფცია ჭამს ფეხბურთს იქ შედეგი მეორეხარისხოვანია. ეს საბურთალოა თუ დიღომის სკოლა მარტო ფეხბურთელების გაყიდვაზე ფიქრობს და ათამაშებენ მაგ სკოლის უნიჭო ფეხბურთელებსაც მანდ რომ მერე გაყიდონ სარფიანად ესააა და ეს
lasha
11 ოქტომბერი 2017 11:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული