"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

AutoSharing Option
ყველაფერი ეს 43 წლის შემდეგაც დაუჯერებლად გამოიყურება! გულშემატკივრების მეხსიერებაში ასევე ჩარჩა ლეგენდარული კოტე მახარაძის ხმა -

"წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში, საქართველოს დედაქალაქი ხარობს და ზეიმობს!"

1981 წლის 13 მაისის ღამეს, თამაშის დასრულებისთანავე, თბილისის ქუჩები და სტადიონი დინამოელთა გამარჯვების ზეიმით აღსავსე ხალხით გაივსო. თბილისის დროით ღამის ორ საათზე აქ ყველას შეხვდებოდით - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცნობილ მეცნიერებს, კულტურის მუშაკებს, სპორტსმენებს.

თბილისში დაბრუნებულ გუნდსაც დიდებული დახვედრა მოუწყვეს - ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი ჰაერში აისროლეს.

"შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ
63-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა თბილისურ გუნდს ძალა შემატა, რაც გამარჯვებისადმი დიდი მისწრაფებით გამოიხატა. თასი მოიგო გუნდმა, რომელიც ტექნიკურად უფრო სრულყოფილი იყო და მოთამაშეთა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩეოდა. მოედანზე ყიფიანი ყველაზე თვალშისაცემი იყო. კრაუზემ ვერ შეძლო ამ ბრწყინვალე ტექნიკოსისა და მოთამაშის განეიტრალება. საინტერესოა, რომ სპეციალისტები მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ფანტაზიას ქართველი ფეხბურთელების თამაშში." - წერდა Rainishe Post-ი.

1981 წელს "ლივერპულმა" მოიგო ჩემპიონთა თასი, მაგრამ სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი თქვა. იმის გამო, რომ ორი წლის წინ, 1979 წლის 3 ოქტომბერს, "დინამომ" ინგლისის ჩემპიონი დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა, ეს უარი ქართველმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთი გარდაუვალი მარცხისგან თავის დაღწევად მიიჩნიეს.

მართალია, სუპერთასზე ვერ ითამაშა, მაგრამ "დინამო" 1981 წლის სექტემბერში მიწვეული იყო მადრიდში, ოთხთა ტურნირზე, სადაც მან მონაწილეობა მადრიდის "რეალთან", მიუნხენის "ბაიერნთან" და ნიდერლანდების ჩემპიონ "ალკმაართან" ერთად მიიღო.

"დინამომ" კარგად ითამაშა. ვლადიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რამაზ შენგელია კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მომზადებულია primetimezone-ის მიხედვით

altგუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 43 /
1979 წლის 7 ნოემბერი,ოქტომბრის რევოლუციის საზეიმო აღლუმი, ზეიმობს სრულიად საბჭოეთი,,პოლიტექნიკურის ათასობით სტუდენტმა უნდა ჩავიაროთ მთავრობის სასახლის (დღეს პარლამენტი) წინ შეძახილით “დიდება პარტიას” ,ამის ნაცვლად “დინამო,დინამო,დინამო….,ფეხებიც ვერ მოგვჭამეს,იმ სუსხიან საღამოს ჰამბურგთან გვქონდა თამაში
ნიკა
21:47 13-05-2024
3
აღარასოდეს უკან სსრკ-ში. დინამო ჩვენი სიამაყე იყო და არავინ იცოდა მაშინ ქართული გენის გუნდი რომ იყო. ქართული დროშაც არ ფრიალებდა ჩვენ დინამოს თამაშზე. ევროპაზე იფრიალებს ქართული დროშა პირველად დიდ ფორუმზე. საქართველოს გზა ევროპაშია. რუსების გზა ჭაობში. ენა, მამული, სარწმუნოება — ენას გვართმევდნენ ღორები, მამული წაგვართვეს 20% ღორებმა და ეკლესიები გადაგვითეთრეს ასევე ავტოკეფალია გაგვიუქმეს ღორრბმა. არა რუსულ პროექტს საქართველოში სახელად “ქართულ ოცნების” დივერსიულ ტერორისტულ დაჯგუფებას……… კი ევროპას!
G.LA
16:52 13-05-2024
41

სიახლეები პოპულარული