U21. დანია-საქართველო 5:2 - დანიური ბლიცკრიგი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: ბექა მიქელთაძე
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთთან საშინაო მარცხს დანიური კოშმარიც მიაყოლა. ამჯერადაც დიდი ანგარიშით წავაგეთ და გოლები მას შემდეგღა გავიტანეთ, რაც მოწინააღმდეგე მოეშვა. დანიელებს საქმე ამ დროისთვის უკვე გაკეთებული ჰქონდათ.

ფაქტია, გუნდმა, რომლისაც ძალიან გვეიმედებოდა, ძალიან ცუდად დაიწყო შესარჩევი ციკლი. რა თქმა უნდა, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება სამწვრთნელო შტაბს, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ასე არ უნდა ითამაშონ იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც დიდი ამბიცია აქვთ.

არ მივეკუთვნები ვლადიმირ ვაისის მეხოტბეთა რიგებს, მაგრამ ერთი კი უნდა დავწერო: სლოვაკი მწვრთნელი აბსოლუტურად მართალია, როცა
ამბობს, რომ ბევრი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სადღეისოდ მზად არ არის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

ეს თუ მართალი არ არის, სხვანაირად როგორ ავხსნათ დანიაში მომხდარი? საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ხომ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ირჯება, რომელთა გამოძახებასაც ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდში, ზოგიერთმა კი მთავარი ნაკრების მაისურა უკვე მოირგო კიდეც.

ფაქტია ისიც, რომ სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალიან დაბალი დონის ტურნირია და ჩვენ ვცდებით, როცა ფეხბურთელს მის მიხედვით ვაფასებთ. ცხადია, დანიურმა მარცხმა კიდევ ერთხელ ჩაგვახედა სარკეში და დაგვარწმუნა, რომ რაღაც უნდა ვიღონოთ ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად, თუნდაც ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებების ხარჯზე, თორემ წასულია ჩვენი საქმე...

დანიელებმა მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს მატჩი. მარკუს ინგვარსტენმა, ვინც ბელგიურ "გენკში" თამაშობს, მიკელ დუელუნდის პასით გახსნა ანგარიში. ცოტა ხანში უკვე თავად დუელუნდის ჯერი დადგა. მერე ისევ ინგვარსტენმა ივარგა. ამას "დორტმუნდის" ახალგაზრდა შემტევის, იაკუბ ბრუნ ლარსენის გოლი (ესეც დუელუნდის პასით) მოჰყვა, ხოლო თამაშის დამთავრებამდე ერთიც რობერტ სკოვმა დაგვიმატა.

საქართველოს ნაკრებში დუბლი შეასრულა ბექა მიქელთაძემ. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც "ღირსეული მარცხისთვის", თუმცა ეს ტერმინი ფეხბურთში არ არსებობს და, ვგონებთ, ისევ ჩვენი მოგონილია.

საქართველოს ნაკრები მორიგ ევროშესარჩევ მატჩს 10 ოქტომბერს, ფარერებზე ჩაატარებს.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. III ჯგუფი
09.10. ოლბორგი. "პორტლენდ პარკი"
დანია-საქართველო 5:2

გოლები: 1:0 ინგვარსტენი (7), 2:0 დუელუნდი (21), 3:0 ინგვარსტენი (50), 4:0 ლარსენი (60), 4:1 მიქელთაძე (83), 5:1 სკოვი (84), 5:2 მიქელთაძე (85)
დანია (3-4-2-1): ივერსენი - ანდერსენი, ნელსონი, რასმუსენი - ნილსენი, ბილინგი (81. კრისტენსენი), მ. იენსენი (69. სკიტე), ლარსენი (69. მელე) - დუელუნდი, სკოვი - ინგვარსტენი.
სათადარიგოები: სორენსენი, პოლი, პ. იენსენი, პედერსენი
მწვრთნელი: ნილს ფრედრიკსენი
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, მოხევიშვილი (79. ბაშალეიშვილი), ჩაკვეტაძე - ზარანდია (54. არველაძე), ბერიძე (69. მიქელთაძე), არაბიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, გიორბელიძე, კოხრეიძე, ქანთარია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ბილინგი (30), მოხევიშვილი (75)
არბიტრი: დ. ჰიგლერი (ჰოლანდია).

პოლონეთი-ფინეთი 3:3

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 3 3 0 0 14-2 9
2. პოლონეთი 2 1 1 0 6-3 4
3. ლიტვა 2 1 0 1 3-6 3
4. ფინეთი 2 0 2 0 4-4 2
5. ფარერები 3 0 1 2 1-7 1
6. საქართველო 2 0 0 2 2-8 0

მომდევნო ტური
10 ოქტომბერი
ლიტვა-პოლონეთი
ფინეთი-დანია
ფარერები-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვნახე ჩანაწერი,ჩვენ ცაში ვურტყავთ,დანიელები კარში.
სოსო
10:00 11-10-2017
0
რეგიონებში ბავშთა ფეხბურთს თუ არ მიეხედა არ გამოვა არაფერ. დარჩა ისე რეგიონებში ხალხი თუ ყველა თბილისში ცხოვრობს? ამათ დაცვაში თვალის გაყოლება ნაყვარება.
niko
16:06 10-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული