ზურიკომ ვერ ითამაშა - "სენტ-ეტიენმა" "რეიმსს" სძლია

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში „სენტ-ეტიენმა“, რომელსაც ნორვეგიელი ეირიკ ჰორნელანდი ჩაუდგა სათავეში, სახლში „რეიმსი“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა.

„სენტ-ეტიენმა“ ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, 16 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 12 იანვარს პარიზში პსჟ-ს დაუპირისპირდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - რეიმსი 3:1
გოლები: 0:1 ნაკამურა (42), 1:1 ბოაკიე (50), 2:1 ბოაკიე (57), 3:1 სტასენი (80)

altდავითაშვილის ერთი ტაიმი - "სენტ-ეტიენი" თასზე "მარსელთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
არც ისე კარგი ამბავია ზურიკოსთვის, რომ ახალი მწვრთნელის ხელში გუნდი ათამაშდა მგონი და თან მის გარეშე...
სიმენონი
02:46 05-01-2025
1

სიახლეები პოპულარული