ვატო არველაძე: ხალხის მხარდაჭერა და გული უნდა დავიბრუნოთ!

AutoSharing Option
ვატო არველაძე საქართველოს ეროვნულ ლიგაში გამორჩეული ფეხბურთელია. ახალგაზრდა შემტევს ხუთი გოლი აქვს გატანილი და შვიდი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

არველაძე, ამავდროულად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების წევრია და ბოლო პერიოდში 21-წლამდელთა ნაკრებშიც იყო გამოძახებული. ქართველ შემტევს ახალგაზრდული ნაკრების წარუმატებლობასა და "ლოკომოტივზე" ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებდი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში? რამ გამოიწვია სეთი შედეგი?
- საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ინდივიდუალურად ნიჭიერი ახალგაზრდებით ყოველთვის გამოირჩეოდა და ამ ნიჭის გუნდურად გამოყენებით. გუნდურობა ჩვენს შემთხვევაში არ გამოჩნდა. ჩემი აზრით, ეს თაობათა ცვლამ განაპირობა, ნაკრებს
შეთამაშება აკლია, თორემ ყველაფერი კარგად იქნება.

- შეთამაშება და გუნდური ფეხბურთი ახსენე. ასე თუ ისე, გქონდათ ძირითად ნაწილს 19-წლამდელებში ერთად ნათამაშები. ეს პრობლემა შეიძლება სხვა ნაკრებებსაც ჰქონოდა. შეძლებთ მალე შეთამაშებას, გვიან
ხომ არ იქნება, როცა ეს მოხდება?
- რაც შეიძლება მალე შევეცდებით, ყველაფერი გამოსწორდეს, სხვანაირად არც შეიძლება.

- ფიქრობ, ნაკრებს შესწევს ძალა, რომ ჯგუფში სიტუაცია შეცვალოს და იბრძოლოს ჯგუფიდან გასასვლელად?
- ჩემი აზრით, პირველ რიგში იმაზე უნდა ვიფიქროთ, ხალხის მხარდაჭერა და გული როგორ დავიბრუნოთ. შემდეგ - შედეგზე, მაგრამ შანსი ყოველთვის გვაქვს და შევეცდებით, გამოვიყენოთ.

- როგორ შეაფასებდი პირ
დად შენს თამაშს, რა გამოგივიდა კარგად და რისი გამოსწორება გჭირდება?
- ვერ შევძელი ისე დავხმარებოდი ნაკრებს, როგორც საჭირო იყო. ვერ მოვახერხე სათანადოდ თავის რეალიზება... იმედია, მომეცემა შანსი კიდევ და აუცილებლად გამოვიყენებ.

- ბევრი აკრიტიკებს გია გეგუჩაძეს. როგორი მწვრთნელია?

- ძალიან საინტერესოა მასთან ერთად მუშაობა.

- რაც შეეხება "ლოკომოტივს", 5 მატჩი დარჩა და ჯერ კიდევ არა აქვს განაღდებული ევროტურნირებზე თამაში. რატომ ვერ ახერხებს კლუბი ბოლომდე სტაბილურად თამაშს?
- "ლოკომოტივი" აუცილებლად მოხვდება ევროტურნირებზე, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. რაც შეეხება სტაბილურობას, ვიტყვი, რომ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებ, როდესაც გუნდს 9 წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავს სხვადასხვა პრობლემის გამო.

- როგორც ცნობილია, შენი აგენტი მინო რაიოლაა. გაქვს თუ არა შემოთავაზებები უცხოური კლუბებიდან და თუ "ლოკომოტივი" ვერ მოხვდება ოთხეულში, დარჩები თუ არა გუნდში?
- რა თქმა უნდა, შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ მხოლოდ "ლოკომოტივზე" ვფიქრობ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამუსჰევარი რა გეტყყობატ ბიზიკო ტქვენ.
bajo
21:26 25-10-2017
0

სიახლეები პოპულარული