არველაძე, ამავდროულად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების წევრია და ბოლო პერიოდში 21-წლამდელთა ნაკრებშიც იყო გამოძახებული. ქართველ შემტევს ახალგაზრდული ნაკრების წარუმატებლობასა და "ლოკომოტივზე" ვესაუბრეთ.
- როგორ შეაფასებდი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში? რამ გამოიწვია ასეთი შედეგი?
- საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ინდივიდუალურად ნიჭიერი ახალგაზრდებით ყოველთვის გამოირჩეოდა და ამ ნიჭის გუნდურად გამოყენებით. გუნდურობა ჩვენს შემთხვევაში არ გამოჩნდა. ჩემი აზრით, ეს თაობათა ცვლამ განაპირობა, ნაკრებს
- შეთამაშება და გუნდური ფეხბურთი ახსენე. ასე თუ ისე, გქონდათ ძირითად ნაწილს 19-წლამდელებში ერთად ნათამაშები. ეს პრობლემა შეიძლება სხვა ნაკრებებსაც ჰქონოდა. შეძლებთ მალე შეთამაშებას, გვიანი ხომ არ იქნება, როცა ეს მოხდება?
- რაც შეიძლება მალე შევეცდებით, ყველაფერი გამოსწორდეს, სხვანაირად არც შეიძლება.
- ფიქრობ, ნაკრებს შესწევს ძალა, რომ ჯგუფში სიტუაცია შეცვალოს და იბრძოლოს ჯგუფიდან გასასვლელად?
- ჩემი აზრით, პირველ რიგში იმაზე უნდა ვიფიქროთ, ხალხის მხარდაჭერა და გული როგორ დავიბრუნოთ. შემდეგ - შედეგზე, მაგრამ შანსი ყოველთვის გვაქვს და შევეცდებით, გამოვიყენოთ.
- როგორ შეაფასებდი პირადად შენს თამაშს, რა გამოგივიდა კარგად და რისი გამოსწორება გჭირდება?
- ვერ შევძელი ისე დავხმარებოდი ნაკრებს, როგორც საჭირო იყო. ვერ მოვახერხე სათანადოდ თავის რეალიზება... იმედია, მომეცემა შანსი კიდევ და აუცილებლად გამოვიყენებ.
- ბევრი აკრიტიკებს გია გეგუჩაძეს. როგორი მწვრთნელია?
- ძალიან საინტერესოა მასთან ერთად მუშაობა.
- რაც შეეხება "ლოკომოტივს", 5 მატჩი დარჩა და ჯერ კიდევ არა აქვს განაღდებული ევროტურნირებზე თამაში. რატომ ვერ ახერხებს კლუბი ბოლომდე სტაბილურად თამაშს?
- "ლოკომოტივი" აუცილებლად მოხვდება ევროტურნირებზე, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. რაც შეეხება სტაბილურობას, ვიტყვი, რომ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებ, როდესაც გუნდს 9 წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავს სხვადასხვა პრობლემის გამო.
- როგორც ცნობილია, შენი აგენტი მინო რაიოლაა. გაქვს თუ არა შემოთავაზებები უცხოური კლუბებიდან და თუ "ლოკომოტივი" ვერ მოხვდება ოთხეულში, დარჩები თუ არა გუნდში?
- რა თქმა უნდა, შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ მხოლოდ "ლოკომოტივზე" ვფიქრობ.