U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიას შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ბოსნიელები მე-16 წუთზე უკვე კაცნაკლულნი დარჩნენ, მეორე ყვითელი ბარათი ანელ საბანაძოვიჩმა მიიღო და მოედანი დატოვა.

სამწუხაროდ, ამ უპირატესობის გამოყენება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე კი გიორგი კუციამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის.

შეხვედრის 87-ე წუთზე ჯუსუფ გაზიბეგოვიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11
ნოემბერს, ანდორასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ადმინ,თქვებ აცხადებთ,რომ პოსტი დაიდება ნახევარ საათში ან თუ 19 საათის შემდეგ გამოიგზავნა,მეორე დილით.ღამის საათებში რამდენჯერ გადმოვაგზავნე პოსტი,თითქმის არ მომხდარა,რომ მეორე დღეს დაგედოთ.მაშინ ტყუილად მაინც ნუ გვპირდებით რა,დალოცვილებო.
სოსო
09 ნოემბერი 2017 14:05
0
GAMOSAVALI ERTIA .. AR UNDA GAAKARO KARTVELI MRCTVNELI BAVSHVEBS SAERTOD UNDA GAUKMDES ES PROPESIA KARTVELEBISTVIS ERTI 10 CELI AR ICIAN MAT SAKMISADMI MIDGOMA RA ETYOBODA NAKREBS GUSHIN ROM TREINERI YAVT UBNIS PEXBURTS UBERAVDNEN DA ISIC AR GAMOSDIODAT.. DA 2 MOSHORDES USAKMURI PEDERACIA YOVEL EGET CHASVRIL TAMASHZE PASUXI AGOS PEDERACIAM ROMELIC UBRALOD AR ARSEBOBS.. 3 CHVENC VITOM GULSHEMATKIVREBI VART VISAC MASXARAD GVIGDEBEN AR UNDA GVIBEDAVDNEN AMDENS MAGRAM CHVEN XOM MARTO KOMENTARIS CERA GVEXERXEBA ICIAN PASUXS AR AGEBEN DA KIDIAT SAERTOD
DIMA
09 ნოემბერი 2017 13:05
0
ქართულ ფეხბურთს მაშვინ გამოუტანეს წირვა როცა სკოლა ინტერნატები და საფეხბურთო მეურნეობა დაანგრიეს ახალკაცი უმფროსის დროსაც ინერციით მიდიოდა ყველაფერი როცა ამოიწურა საბჭოთა პერიოდში გაზრდილი ფეხბურთელების მარაგი მერე უბრალოდ ფეხბურთი ჩაკვდა ეგარი სიმართლე ისე მიცვალებულის რეანიმაციაში გადაყვანა მეარ გამიგია როგორც ვიცი მიცვალებული მორგში მიყავთ.ფაქტი ერთია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული ფეხბურთი მოკვდა სამწუხაროდ მისი აჩრდილიღა დარჩა და მეტი არაფელი.ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები.
zaza
09 ნოემბერი 2017 12:31
0
ავსაჯანას პროფესიონალიზმზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ახალგაზრდებთან ურთიერთობა , პირდაპირი მნიშვნელობით გუნდის შეკვრა და მეგობრული გარემოს შექმნა გუნდში, თავისი შედეგი ქონდა, რაც შეეხება ფედერაციის როლს ვეთანხმები იმ აზრს, რომ ის აქტიურად ერევა ყველა ასაკობრივი ნაკრების დაკომპლექტებაში, პირადად ჭუმბურიდზე და ჭიაბრიშვილი წკვეტს არამარტო გამოსადზახებელ ფეხბურტელთა ვინაობას, არამედ ვინ რამდენი, სად და რა N უნდა გავიდეს მოედანზე.ახალგაზრდების გასაგონად! გზა ნაკრებისაკენ ს.კ. ს ა ბ უ რ თ ა ლ ო-ზე გადის.
demna
09 ნოემბერი 2017 12:09
0
სანამ ე.წ. ნეპოტიზმი იქნება, არაფერიც არ გვეშველება. ყიფიანი აქ არაა შუაში. პატრონიანი - უპატრონო. აი ეს მცნება საერთოდ უნდა ამოიძირკვოს და შედეგიც არ დააყოვნებს. მარა ეს საქართველოა და სხვა მენტალიტეტი მუშაობს, სხვა სისტემაა. ეს ჩვენი ახლობელია, ან დავალებაა ზემოდან, ან სხვა და ნაკრებში თუ არ დაუძახე, ისე ვერ გაიყიდება და ევროპაში კაი გუნდში, კაი ხელფასი ვერ ექნება. რატო არი რო, როგორც კი გტაიყიდებიან, იქვე ამთავრებენ განვითარებას. მიიღეს მათ უკვე ის რაღაც, აგერ სახლი იყიდენ, პატარა ბიზნესი წამოიწყენ, რომელსაც მამები ხედავენ, აგერ მწვრთნელს პატივი ცეს, ფედერაციასაც და ასე შემდეგ. ასე იყო სულ კომუნისტებიდან მოყოლებული დღემდე, რასაც არაფერიც არ ეშველება. ებრალიძეს რომ ნაკრებში იზახებდნენ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის ბევრად, ბევრად უკეთეს გუნდში იქნებოდა და ნაკრებსაც უფრო წაადგებოდა. კიდევ ნაკრებს დაცვის მარცხენა ფლანგზე სჭირდება მეორე კაკაბაძე, ამათ კიდევ გრიგალავა და გეგეჭკორი დაიმატეს. გეგეჭკორი მარცხენა მცველია? ბებერი გრიგალავა რად უნდა? არა, ამას წლები დასჭირდება, მენტალიტეტის შეცვლა, მასე იოლი არაა. უბრალოდ უნდა შეიკრიბონ ფეხბურთის დღევანდელი მესაჭეები და თქვან, რომ ნაკრებში ითამაშებს ის, ვინც ამას იმსახურებს, ანუ ვისაც მის გუნდში 90 წ3უთიანი მუდმივი პრაქტიკა გააჩნია.
sanam
09 ნოემბერი 2017 12:06
0
არა მგონია მთლად მასე იყოს.რომელი ქართველი ახალგაზრდა წავიდა კარგ გუნდში?ბოლო თამაში კი ჯაბა კანკავამ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა,არა და უგუნდოდაა მთელი სეზონი,ასევე იყო თავის დროზე ცქიტიშვილიც,თუმცა ეს გამონაკლისებია და გამონაკლისი ადასტურებს წესს.საბურთალოს და დინამოს,ლოკომოტივთან ერთად მომზადების კარგი პირობები აქვთ,სწორედ ამიტომ გადადიან პერსპექტიული ბიჭები იქ,თუმცა სუბიექტივიზმს არც მანდ გამოვრიცხავ.
სოსო
09 ნოემბერი 2017 13:48
0
გუგეშაშვილს მაგრა ვქომაგობდი. რა სჭირს. მგონი გაჩერდა. ყოველ შემთხვევაში აუღებელი ბურთი არ იყო. მცველიც უაზროდ მივარდა გოლის გამტანს. თორე ის ან მოატყებდა ან არა. მოკლედ როცა თანაბარი გუნდებია, ესეთი ნიუანსები გადამწყვეტი ხდება. თამაში არ მინახავს, ამიტომ ვერ შევაფასებ.
haha
09 ნოემბერი 2017 11:11
0
ირაკლის პასუხად, კლავიატურის პატრიოტებისგან. მოგწონთ ბატონო ირაკლი თქვენ ეს ფეხბურთი. ეს ფეხბურთია თუ რა არის საერთოდ და რა წარმატებებზე საუბრობთ, რომელ წარმატებებზე საუბრობთ. ალბათ უ-17 გულისხმობთ და თქვენ ეს წარმატება გგონიათ და თქვენ ეს ფეხბურთი მოგწონთ რაც უ-17 ანახა და საერთოდ სად ვართ, რა გვინდა. ეს ფეხბურთი არ არი. ვახოს რო პასუხობთ ფედერაცია არ ერევაო არავის მუშაობაში, აბა კითხე ერთი ნემსაძეს თუ არ ჩაერია მოსვლის თანავე ფფ აკადემიში ბავშვების გაყრაში და ეს რა ქენიო რომ უთხრეს მშობლებმა, აბა მე ვინ მეკითხებაო ასე უპასუხა და მოიყვანა თავისი ახლობლის შვილი და დღესაც ნაკრებში ყავს. აი ასეთი მწვრთნელები არიან ასაკობრივებში. ჰკითხე ერთი ნემსაძეს ბაქრაძე ვისი ნათლულიათქო. ერთი რაღაცა მაინტერესებს გულწრფელად და მინდა გკითხოთ ვახო, რატომ არის რომ საქართველოში მაინც და მაინც ყოფილი ფეხბურთელების შვილებს, კანონიერი ქურდების შვილებს, პოლიციის უფროსის შვილებს, მწვრთნელების ნათლულებს, მწვრთნელების ახლობლის შვილებს, მწვრთნელების ნათესავების შვილებს იწვევენ ნაკრებში. რა არ გჯერათ რომ ასეა. აბა გადახედეთ უ-17 და დაინტერესდით ვინ არიან და მერე როგორ თამაშობენ. ყველაზე უკეთესი დღესდღეობით კვარაცხელია არის და მერე რა კვარაცხელია, ერთი საშუალო დამწყები ფეხბურთელი. მის ასაკში დარასელია, ქეცბაია, შენგელია დაფრინავდნენ. დინამოში ათამაშეს უკვე ის და დავითაშვილი, რატომის პასუხი უკვე დავწერე, ყოფილი ფეხბურთელების შვილები არიან. კაჭო და კვარა მეგობრები არიან. ნუ აბრეზა ყველამ იცის. მოკლედ რა დიდი ხანია გარდაცვლილია ქართული ფეხბურთი. ახალკაცი უფროსის გარდაცვალებასთან ერთად გარდაიცვალა, ჩაესვენა მზე.
გულშემატკივარი
09 ნოემბერი 2017 11:10
2
აუფ! გაუჭირდებოდათ! (წაგება)
bs
09 ნოემბერი 2017 10:35
0
რატომ არ აქვეყნებთ მოწერილ კომენტარებს??? არც უხამსობას შეიცავს, არც შეურაცხყოფას და არც კომერციული ხასიათის რეკლამას!! მხილოდ ერთი კითხვა მინდა დავუსვა კლავიატურის პატრიოტებს- ვინმე რომ წარმატებას აღწევს ერთად იმალებიან თუ ცალცალკე?:)
ირაკლი
09 ნოემბერი 2017 02:42
6
დარწმუნებული ვარ დღეს რომ მოეგოთ ბიჭებს აქ ამ ხალხის ერთი კომენტაიც კი არ იქნებოდა. ნუ ხართ ასე წარუმატებლობაზე ჩასაფრებულები, აკრიტიკეთ მაგრამ ნუ ჭორაობთ რააააა..
ირაკლი ჩიქოვანი
09 ნოემბერი 2017 02:03
5

სიახლეები პოპულარული