
გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიას შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
ბოსნიელები მე-16 წუთზე უკვე კაცნაკლულნი დარჩნენ, მეორე ყვითელი ბარათი ანელ საბანაძოვიჩმა მიიღო და მოედანი დატოვა.
სამწუხაროდ, ამ უპირატესობის გამოყენება ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე კი გიორგი კუციამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო უხეშობისთვის.
შეხვედრის 87-ე წუთზე ჯუსუფ გაზიბეგოვიჩი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.
მომდევნო მატჩს ჩვენი ნაკრები 11 ნოემბერს, ანდორასთან გამართავს.