ამიტომ ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთსა და ლიტვასთან შეხვედრები ღირსების აღსადგენადაც უნდა გამოიყენოს. ცუდი ის არის, რომ გუნდს ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდა - გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი ზარია და რომან ჩაჩუა.
საქართველოს 21-წლამდელები ასეთი შემადგენლობით ემზადებიან:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (შტუმბრასი, ლიტვა);
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).
U21. დღეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი. III ჯგუფი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი
მომდევნო მატჩები
14 ნოემბერი
პოლონეთი-დანია
საქართველო-ლიტვა
თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"