საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ნოემბერს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამივე სასტარტო შეხვედრაში დამარცხებულმა საქართველოს ნაკრებმა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა.

პირველი ტაიმის მე-9 წუთზე ანგარიში კაირინენის გადაცემით კალმანმა გახსნა. ჩვენი გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ შესვენებამდე საპასუხო გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია, 53-ე წუთზე მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ორმაგი ცვლილება განახორციელა, მოხევიშვილისა და მიქელთაძის ნაცვლად არაბიძე და ბერიძე შეუშვა შეცვლაზე და ამ უკანასკნელმა სულ მალე დალაშქრა კიდეც კეტოს კარი - 1:1.

შემდეგ მომენტები ვერ გამოიყენეს
ჭანტურიამ და ზარანდიამ. გეგუჩაძის შეგირდებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერეს, თამაშში აქტიურად ჩართულმა ბერიძემ პირისპირ შეჰყარა არაბიძე მეკარეს და კიპერმა თავისი გუნდი გადაარჩინა. სტუმრები კი იძულებულნი შეიქნენ საკუთარ ნახევარზე ჩაკეტილიყვნენ და კონტრიერიშებით ეპასუხათ. ხიფათიც შექმნეს ჩვენს კართან და გადავრჩით - ვაისანენმა ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა.

სადღაც შუა მეორე ტაიმისას თამაში გათანაბრდა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 83-ე წუთზე იენსენის დარტყმული ბურთი კუპატაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კალმანმა დაასწრო და 1:2. სამიოდ წუთში კი ჭანტურიამ მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვა. თამაშის ხარისხისა კი, აბა, რა მოგახსენოთ...

საქართველო - ფინეთი 2:2

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, ტაბიძე, მარგველაშვილი, შულაია, მოხევიშვილი (53. ბერიძე), მამუჩაშვილი, მიქელთაძე (53. არაბიძე), კიტეიშვილი, ზარანდია (69. კოხრეიძე), ჭანტურია

ფინეთი: კეტო, ვაისანენი, პირტიჯოკი, იენსენი, ჰამალაინენი, ლაპალაინენი (89. ნისკანენი), დალსტრიომი, კაირინენი, ჰოსტიკა (64. ალა - მულუმაკი), ნისილა (82. იარვაინენი), კალმანი

გოლები:
9. კალმანი 0:1, 59. ბერიძე (1:1), 83. კალმანი 1:2, 86. ჭანტურია 2:2

გაფრთხილება: 53 კაირინენი, 69. კიტეიშვილი, 79. დალსტრიომი
მკითხველის კომენტარები / 17 /
მე ასე მგონია ჭაბტურიას თამაში თანაგუნდელებს არ უნდათ ბურთს აწვდიან, რატომ ვერ ვიგებ არადა ზარანდიას გარდა ყველასთვის თეთრი ყვავია.მიუხედავად ყველაფრისა-ტრაუმვას ვგულისხმობ გონირად, გააზრებულად თამაშობს სხვ ებტან შედარებით ალბათ გეგუჩაძე უნდა ხედავდეს ამას წარმატებები ლტვიასტანა
mარიამი 28
17:49 12-11-2017
0
შექებით ვერ შევაქებ რა თქმა უნდა.მარა,პირველი ნაკრების თამაშს სჯობდა ამათი თამაში.უფრო სწრაფი და გააზრებული შეტევები ჰქონდათ....
ზაზა
15:50 12-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული