U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.

დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი
მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
მკითხველის კომენტარები / 69 /
MEC MAGAS GAVIDZAXI CHATARDES GAMOKITXVA DA MAG SHEDEGEBIT DAESVAS KITXVA KOBIASHVILS MAGRAM CHVENI SPORTULI JURNALISTEBIC ARAPRIS GAMKETEBELIA .. AUCILEBLAD MISAXEBIA ZOMEBI RAMENAIRAD UNDA AVAMODZAOT ES USAKMURI KOBIASHVILI .. AVTOR MIDI RA CHAATARE GAMOKITXVA YVELAS TXOVNAAAAAAAAAAAAAAAAAA
DIMA
12 ნოემბერი 2017 12:52
0
კობი კიდე ვერ ხედავ რატო უნდა წახვიდე ფედერაციიდან?ანდორაზე და ფარერებზე დაბლა დავედით,ხედაავ რატოო?ჩვენთვის აზერები და კაზახები გრანდები გახდნენ და რავიცი რავიციი სულ გინდათ დაიღუპოს ფეხბურთი იქ სადაც ერთდროს რეალი და ბაიერნი ვერ გვიგებდა და გრანდიც კი იყო საქართველოო...............
usaqmurebi
12 ნოემბერი 2017 12:17
0
მთელი ერი საზღვარგარეთ ვართ წასული საპახაოდ, და აღარავინ აღარ დარჩა მანდ, ამათ რო ვინმემ პასუხი მოთხოვოს მაგ ცოდვებზე... / ჩატარდეს გამოკითხვა ობიექტური , გვინდა ეს ხალხი ფედერაციაში ? ოღონდ ინტერნეტით ჩატარდეს სადაც უფრო გამოჩნდება რეალობა და არა სადგაც გრიგოლიას ან რუსთავი 2 -ზე შოუზე.. ქართველი სპორტული ჟურნალისტების იმედი არ მაქ , ესენი ენისჩლექვით ელაპარაკებიან ამათ, მე არ მახსოვს ამათ რეალური კითხვა დაესვათ, ყოველთვის შენ გენაცვალე,შენი ჭირიმეს პოზიცია აქვთ... ერთადერთი ქეცბაიას დაუწყეს ყაყანი ერთხმად, და ისიც იმიტო რო კაცი თურმე ხედავდა სადაც მიდიოდა ეს ყველაფერი და სიმართლეს ამბობდა ფეხბურთელები , არ გვყავსო, მოედნები არ გვაქო, რო ანგრევდნენ მიყუჟულები იყავით თქვენ თქვენთვისო და ვერ აპატიეს სიმართლის თქმა და აუმხედრეს ეს საცოდავი ჟურნალისტები და გააგდეს.../ ცხადაძე მგონი ფიქრობს , რო კიდე კაი გამოაგდეს ეგეც , თორე ეგეც წკიპზეა ფადარჩენილი , ბაჩანას გამო ხალხი ისე იყო აღრენილი მაგაზე, რო ერთი პატარაც რო შეშლოდა გააკრავდნენ ჯვარზე მაგასაც.../ წავიდნენ სუყველა აბსოლიტურად ფედერაციიდან და მოვიდეს სუფთა ხალხი , როგორც რაგბში ! სხვანაირად შანსი არააა... ჭკვიანი ადამიანი ჭირდება ამ საქმეს, საქმის მცოდნე, რო დაალაგოს ეს ყველაფერი, კარგი მმართველი (მენეჯერი), არაა აუცილებელი რო წარსულში სადღაც ფუტბოლი ქონდეს ნათამაშები... მამუკა კვარაცხელიაზე განათლებული და ამ საქმეში ჩახედული კაცი ჩვენ არ გვყავს, და იმიტო არ ირჩევენ რო დიდი ფეხბურთი არაა აქ ნათამაშები ანუ ამათი ბრატი არ იყო რაა, (ამათ სასტავში არ იყო) თორე ისე თვითონ ამ კაცის ცოდნა კი ჭირდებათ...
Vasili
12 ნოემბერი 2017 12:16
0
ნაცნობობით დანიშნული ყიფიანი ვერ ხვდება რომ უნდა გადადგეს. რატომ არ გამოიძახა სპანდერა(რომელიც 20 წლამდელებშია გამოძახებული), ქიმერა , სილაგავა, ნიკოლეიშვილი და ის ბიჭები ვისაც გამოცდილება აქვთ ნაკრებში თამაშის.დააბრუნეთ ავსაჯანა ნაკრებში მწრთვნელად და ნახავთ მაგ ბავშვების წარმატებას. ფედერაცია მიეცით ნიჭსა გზა ფართოოოოოოოო
vaxo
12 ნოემბერი 2017 10:42
0
ასაკობრივების ასეთი ჩავარდნა ძალიან დამაფიქრებელია, ალბათ მინიმუმ ვიღაც უნდა გამივიდეს და ახსნას ასეთი ნახტომისებური უკუსვლა რატომ არის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ასევე დროა ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.
ირაკლი
12 ნოემბერი 2017 10:39
0
კიდო კაი პენალტით გავიტანეთ
ფოთი
12 ნოემბერი 2017 09:41
0
მეტის ღირსები ვააართ... სახში რომ გამოვიკეტეთ და სულ რომ აღარაფერი გვაინტერესებს, სირაქლემას პოზიციაში რომ ვართ, აბა რა გეგონოთ თავზე გადაგვყვებოდნენ? ყველანი ფულის კეთებაზე არიან გადასულები რა ვერ გაგიგიათ წამოდით და მივედით ფედერაციასთან საღამოს, პრეზიდენტისა და ყველა ასაკობრივის გადაყენების მოთხოვნით მთლიანად სისტემის შეცვლის მოთხოვნით.
გიორგი
12 ნოემბერი 2017 09:05
0
მერე კობიაშვილი იკითხავს რატო უნდა გადავდგეო...
იოსები
12 ნოემბერი 2017 08:34
0
მოასორეტ ეს ადამიანი ანდორად ვერ მოვუგეტ რქ უნდა ვიტამასოტ ამის ხელსი არადა მაგარი ტაობა გვყავს
Vajaa
12 ნოემბერი 2017 08:16
3
მაგარი თაობა ანდორას ნწვრთნელის გარეშეც დიდი ანგარიშით უნდა უგებდეს.ფეხბურთის ფედერაციის რადიკალური რეორგანიზაციაა აუცილებელი.ჩამპალია ყველაფერი და ნახევრად რეფორმა საქმეს ვერ უშველის,ეგ სახელმწიფო ფულიც უცბად შეიჭმება და სადაც ვართ,იმ ადგილსაც ვერ ავცდებით.კრიზის მენეჯერებმა უნდა იმუშაონ ალბათ ფედერაციის ადგილზე,ან რაგბიდან ისესხონ მართვის სპეციალისტები,ბიძინა გეგიძე და გია ნიჟარაძე სიტუაციას მაინც გაასუფთავებენ და შემდეგ რაიმე გზა გამოჩნდება.
სოსო
12 ნოემბერი 2017 16:35
0
მოასორეტ ეს ადამიანი ანდორად ვერ მოვუგეტ რქ უნდა ვიტამასოტ ამის ხელსი არადა მაგარი ტაობა გვყავს
Vajaa
12 ნოემბერი 2017 08:10
1

სიახლეები პოპულარული