U19. საქართველო VS საფრანგეთი - მარტო სასწაულის იმედად არ უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევში ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება და ჩვენი საიტი პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში სიტუაცია რთულად აქვს და ფაქტობრივად, სასწაულის იმედზეა, მაგრამ სასწაულის იმედადაც არ უნდა ვიყოთ - ფეხბურთის თამაშია საჭირო.

ქართველი ახალგაზრდები პირველ მატჩში ბოსნიასთან დამარცხდნენ - 0:1 და ანდორასთან ფრე - 1:1 ითამაშეს.

ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საფრანგეთის ნაკრებს პირველი ადგილით გასვლა განაღდებული აქვს.

დღეს თუ ჩვენი ნაკრები საფრანგეთს დაამარცხებს და ანდორა მასპინძელ ბოსნიას მოუგებს, მაშინ
საქართველო ელიტრაუნდის საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრების გამარჯვება, უბრალოდ, თეორიული იმედია, რადგან იმავე საფრანგეთმა ანდორა 7:0 დაამარცხა. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი დენ-აქსელ ზაგადუ "დორტმუნდის" ფეხბურთელია, ხოლო გუნდი პსჟ-ის, "ლიონის", "მონაკოს" და სხვა წამყვანი კლუბების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ჩვენი შანსები საკმაოდ მცირეა.

გერმანულ გამოცემა "ტრანსფერმარკტზე" საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრები დაახლოებით 22 მილიონ ევროდაა შეფასებული, ხოლო ჩვენი ნაკრები - 625 000 ევროდ. ანდორის ნაკრებს საერთოდ შეფასება არა აქვს, ხოლო ბოსნია 2 მილიონი ევრო "ღირს".

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ჯგუფში უკვე დაფიქსირდა სენსაცია. კოსოვოს 19-წლამდელთა ნაკრები შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.

ხოლო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სენსაციას თუ ვერ მოახდენს, იმედი ვიქონიოთ, რომ გიორგი ყიფიანის შეგირდები კარგ თამაშს მაინც შემოგვთავაზებენ. რაც პირველ ორ მატჩში ვნახეთ, ეს უბრალოდ, ფეხბურთისგან შორს იყო...
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა კლავიატურის ლომებო გაიხარეტ ტქვენი დროა..ეკრანის უკან ხარტ მაგრები
klaviaturis lomebd
15:37 14-11-2017
3
ყიფიანი ვერ ხვდება,რომ გამოცდილი ბიჭები უნდა დააყენოს ძირითადში.როდესაც დაცვაში აყენებს გამოუცდელ და პირველად გამოძახებულ ხალხს და სათადარიგოში უზის მცველი, რომელსაც რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და ევროპა აქვს ნათამაშები,რომელ მოგებაზეა საუბარი.ბლოკავს ასეთ ბავშვებს იმიტომ რომ,არ არიან საბურთალო და დინამოდან.უბრალოდ სირცხვილია 2 გუნდის ნაკრებია თუ საქართველოსი.შედეგიც სახეზე აქვს.ყიფიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ,რომ არაპროფესიონალია.ნაკრები გახადა საბავშვო ბაღი.
პ.ს.
14:26 14-11-2017
0

სიახლეები პოპულარული