U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლიტველ თანატოლებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის 30-ათასიან სტადიონზე დაახლოებით 200-მდე ქომაგი იქნებოდა ახალგაზრდული ნაკრების საგულშემატკივროდ მისული. ლიტვის ფანები დროშებით იყვნენ, ხოლო ქართულ დროშას სამწუხაროდ ტრიბუნებზე ვერ შეამჩნევდით.

პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, მაგრამ შეტევების განვითარებას ვერ ახერხებდა.

მე-5 წუთზე ოთო კიტეიშვილმა სცადა ლიტვის კარების აღება, მაგრამ მეტოქის მეკარემ ადონისმა იყოჩაღა. 36-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ დაარტყა შორიდან და ამჯერადაც მეკარემ ივარგა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლასიცკასი აკაკი შულაიას
ეუხეშა, მსაჯმა გააძევა და ლიტვის 21-წლამდელთა ნაკრები კაცნაკლული დარჩა. 55-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, მატულევიჩმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საქართველო 1:0 დაწინაურდა.

ამ მომენტის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა.

გიორგი არაბიძეს 75 წუთის განმავლობაში მოედანზე განსაკუთრებული არაფერი არ გაუკეთებია და ის რამდენიმე ჯარიმაც, რის შემდეგაც გოლს ველოდით, უხეიროდ შეასრულა. 76-ე წუთზე კი გია გეგუჩაძემ მის მაგივრად ბექა მიქელთაძე შეუშვა შეცვლაზე..

მატჩის მიწურულს შეცვლაზე ვატო არველაძე და ლადო მოხევიშვილი შევიდნენ, თამაშის გამწვავება ცოტათი კი შეძლეს, მაგრამ უშედეგოდ და საბოლოოდ მატჩი 1:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ოთო კიტეიშვილი, ლუკა ზარანდია, რომან ჭანტურია (ვატო არველაძე 80) , გიორგი ბერიძე (ლადო მოხევიშვილი 89), აკაკი შულაია, გიორგი არაბიძე (ბექა მიქელთაძე 76)
მკითხველის კომენტარები / 10 /
შენ და ფეხბურთი შორსა ხართ,რით მოიგეს?ბურთი გაუტანეს?თან კაცნაკლულებს.შენნაირი სპეციალისტები ზიან ფედერაციაში და ამიტომაც არის მაგრად საქმე.
sandro-s
15 ნოემბერი 2017 17:08
0
თამაში არ მინახავს. რაც აქ გვარებია ჩამოთვლილი ,არც ერთი არაა ხელწამოსაკრავი ,ყველამ იცის თამაში და არც ერთი არ ჩამოუვარდება თანატოლებს ევროპაში ,ისევე როგორც 17-19 წლამდელთა ნაკრებებში მოთამაშე ბავშვები. აბა რა სჭირთ ,რატომ ვერ უგებენ თანატოლებს ევროპაში ? მიზეზი-დიაგნოზი არის დასადგენი. ხასიათი? მწვრთნელები? ფაქტია რომ ბავშვების ნიჭით არავისზე ნაკლები არ ვართ, აბა რა გვჭირს? დიდებში რომ გადადიან მერე ხომ საერთოდ მაჩანჩალები ვართ მსოფლიო მასშტაბით. რატომ? მითხრას პასუხი კობიაშვილმა, ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა ,თუ ამაზე პასუხი არ აქვს , მაშინ რატომაა პრეზიდენტი ? ვინც ეს საქმე იცის ის უნდა იყოს პრეზიდენტი !
რატომ
15 ნოემბერი 2017 12:29
0
რა უნდა ითქვას!!! კარგია რომ მოიგეს, მაგრამ ....... ამასთან, შე კაი დედმამიშვილო, ვიცით რომ ხალხი მასიურად აღარ დადის ფეხბურთზე, მაგრამ ფედერაცია რომ გქვია და თამაშის ორგანიზებას აკეთებ, ნუთუ არ შეიძლებოდა ბავშვთა აკადემიებიდან და სკოლებიდან, მოგეყვანათ ბავშვები, მიგეცათ რამოდენიმე ქართული დროშა და ექომაგათ გუნდისათვის!!! იქ მხოლოდ ლიტვის დროშა ფრიალებდა. ხომ პატარა დეტალია, მაგრამ თვალშისაცემი. ნუ მიწყენთ და მეჩვენება რომ ფედერაცია მაგრად არის აჭრილი.
sandro
15 ნოემბერი 2017 10:45
0
წადი გეგუჩაძე დაგვანებე თავიიიიიი
roma
15 ნოემბერი 2017 10:21
1
იმედია ეხლა არ გამათახსირებთ და რისხვას არ მომაწევთ მეც ვგულშემატკივრობ ცჰვენი ქვეყნის გუნდებს და მიხარია წარმატება მაგრამ ეს ახალ წელსავეთ ერთხელ ხდება, იმედი მაქ ვცდები მაგრამ არაბიძეს პერსპექტივა არ აქვს სამომავლოდ აგერ მე და აგერ თქვენ.
ase tu ise
15 ნოემბერი 2017 10:16
0
გეგუჩაძე არაა ცუდი მწვრთნელი და მეც მიკვირს მისი გუნდის ეს შედეგი, იმის მიუხედავად, რომ კადრების პრობლემა აქვს (დანაკლისს არ ვგულისხმობ ვინც ჰყავს მათ ბევრი რამე აკლიათ). მარა არველაძეს რა ნიშნით იძახებს, თავის გუნდშიც არაა ძირიტადის ფეხბურთელი და 19 წლამდელებშიც წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ არაფერი გაუკეთებია... 19-20 წლამდელებში ამოწურა თავის თავი და ერთი თავით მაღლა დგას ყველაზე თU რაშია საქმე?...
guga
15 ნოემბერი 2017 10:00
1
მოწინააღმდეგე თუ გაიტანს საკუთარ კარში,ბა ესენი ბურთის გამტანები არ არიან.....რა გვეშელება
რა გვეშველება
15 ნოემბერი 2017 08:29
0
დიახ ჩვენ ფეხბურთის უფსკრულში ბურთიან ფეხბურთებელიანად გადავიჩეხეთ,სამწუხარო ისაა,რომ ამომყვანი არსაიდან ჩანს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტი ყავს?კი ყავს,მაგრამ პარლამენტში კოტრიალობს.
nukri basilaze
15 ნოემბერი 2017 00:09
0
1.რა უნდა მოხდეს რომ გეგუჩაძე წავიდეს?
2.ფეხბურთელებს დავალება აქვთ რომ არ გადაიღალონ და არ გაოფლიანდნენ?
3.ბურთის მიღებასა და პასში რაიმე სპეც კურსები აქვთ გავლილი?
4.გვეშველება რამეე?!!!
დათო
14 ნოემბერი 2017 21:04
3
მაგარია-კაცნაკლულს მოუგეს თავისივე კარში გადანილი ბურთით!
ალეკო
14 ნოემბერი 2017 20:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული