ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანთალიაში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაბინავდა და დღეს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. მგზავრობის შემდეგ გია ცეცაძემ გუნდი დიდად აღარ დატვირთა, ძირითადად ბურთთან ავარჯიშა, ხვალიდან კი უკვე ორჯერადი წვრთნები დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში გამგზავრებამდე ბოლო მომენტში ნაკრებს ტრავმების გამო ანრი ჭიჭინაძე და ირაკლი კომახიძე გამოაკლდნენ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები:
გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ახალაძე (სამტრედია), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი
ქანთარია (ნემანი, ბელარუსი);

ნახევარმცველები:
გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული