U17. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის მესამე ტურში მაკედონიას დაუპირისპირდა და 6:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებით კი საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი მოიპოვა.

მატჩში ზუკა დავითაშვილის ბენეფისი შედგა, რომელმაც პოკერი შეასრულა.

დავითაშვილმა მატჩის პირველ 16 წუთში შეასრულა ჰეთ-თრიკი და თავიდანვე ნაკრებს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა. 31-ე წუთზე კი ტრპჩევსკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და სხვაობა 4:0 გახდა.

მეორე ტაიმის 45-ე წუთზე მაკედონიელებმა პენალტი აიკიდეს და ეს უპირატესობაც დავითაშვილმა გოლად აქცია. 64-ე წუთზე კი
კვარაცხელიამ დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 6:0 გახადა. საბოლოო ანგარიში მაკედონიელთა შემტევმა ტრიპეჩსკიმ დააფიქსირა და მატჩი 6:1 დასრულდა.

საპირისპირო მატჩში კი მასპინძელი პოლონეთი ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. საქართველოსა და პოლონეთს ჯგუფში 4-4 ქულა დაუგროვდა, მაგრამ გატანილი გოლების შეფარდებით საქართველოს 8:5-ზე აქვს, ხოლო პოლონეთს 5:3-ზე. ამ მოცემულობით კი მეორე ადგილზე გავედით.

მეორე ადგილოსნებს შორის ევროპის ჩემპიონატზე 7 საუკეთესო გუნდი გადის, ამ მხვრივაც ბელგიისა და გერმანიის ნაკრებზე უკეთესი ბურთების შეფარდება გვაქვს, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი ჯგუფში პირველ და მესამე გუნდებთან დაფიქისრებული შედეგიდან გამომდიანრე ვლინდება. შესაბამისად, საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი მაქსიმუმ ხვალ, 28 მარტს გაირკვევა, როცა სხვა ჯგუფის მატჩებიც გაიმართება.

მაკედონიასთან ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, კალანდაძე, ჯანგველაძე, მესიაჩენკო (ჩოთალიშვილი 53'), ტალახაძე, შვარცი, გულიაშვილი (ჩიხლაძე 73'), დავითაშვილი, კვარაცხელია
მკითხველის კომენტარები / 13 /
ის ხალხი სადაა სუ რო ილანძღება
უსახელო პოეტი
27 მარტი 2018 20:00
3
ბრავო ბიჭებს ვულოცავ წარმატებები ინგლისშიც ზოგჯერ ზღაპრებიც ხდება დღეს აშკარად ზღაპარი დაწერეს ჯერ გუნდმა მარა უნდა აღინიშნოს ზურიკომ ცალკე ზღაპარი დაწერა. წარმატებები ბიჭებს ისეთ მდგომარეობიდან გავიდნენ მგონი რთულად გასაჩერებლები იქნებიან ყველასთვის
უსახელო პოეტი
27 მარტი 2018 19:58
2
აბა კრიტიკოსებო რომ გეუბნებოდით დააცადეთ ბავშვებს მეთქი სად ხართ ახლა? წარმატებები ბიჭებს და ვულოცავ მთელ საქართველოს ღმერთი გვფარავდეს.
roma
27 მარტი 2018 20:30
5
გილოცავთ ყველას. აბრეზამ დაამტკიცა რომ ლიდერია და ყველაზე მაგარია!!! ინგლისშიც დაგლეჯენ
ანრი
27 მარტი 2018 20:26
3
ჯერ გასულები არ არიან და იმედია გავლენ
ბაჩო
27 მარტი 2018 21:01
1
გავიდა საქართველო!
აია
27 მარტი 2018 23:56
1
ვერ გავიდა სამწუხაროდ,ბოლო ადგილოსანთან აღებული ქულები არ ითვლება,აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს.ბურთები კი 2-4 ზე.საფრანგეთს უნდა წაეგო რომ გავსულიყავით
მერო
28 მარტი 2018 01:54
1
ქუთათელაძეს ადგილი თუ არ არის ჩვენს ნაკრებში, ასეთი მაღალი დონის გუნდი თუ ვართ, მაშინ გასვლა არგასვლის საკითხი არ უნდა იდგას. დასკვნა: ნემსაძე არაპროფესიონალი მწვრთნელია
1
27 მარტი 2018 23:24
17
ბელგიას და გერმანიას 1 და 3 ადგილისანთან ნაჩვენები შედეგებით ჩამოვრჩით. ბოლო დარჩენილი ჯგუფის მეორეადგილოსანს ვერანაირად ვეღარ გავასწრებთ რადგან 1 ქულაზე მეტი ექნება ნებისმიერ შემთხვევაში. ასე რომ ვერ გავედით. დათვლა ნუ გეზარებათ სანამ რაღაცას დაწერთ
თენგო
28 მარტი 2018 07:59
3
ისე მიდის თამაშები ვერ გავდივართ ამის დედა ვატირე((( მაგარი ჩაწყობებია
თაზო
27 მარტი 2018 22:05
2
ერთადერთ შემთხვევაში გავდივართ, უნგრეთი-ისრაელი ფრე უნდა მორჩეს და რუმინეთმა სლოვენიას 2 ან მეტი ბურთით უნდა მოუგოს
შაკო
28 მარტი 2018 10:53
4
ვერანაირად ვერ გავდივართ, როგოცრ არ უნდა მორჩეს ის თამაშები
lado
28 მარტი 2018 15:25
2
მართალი ხარ, სხვა ვარიანტი არ რჩება. ოღონდ ეს ვერ გავიგე ყველა ჯგუფში თანაბარი რაოდენობის გუნდებია და ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი რატო იხსნება.
jiji
28 მარტი 2018 16:58
1

სიახლეები პოპულარული