ომარ თეთრაძე: საქართველომ თურქეთი უნდა დაამარცხოს - თურქეთი ის აღარაა

AutoSharing Option
„საბურთალოს“ ყოფილი მწვრთნელი ომარ თეთრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის გადალახვა შეუძლია.

„როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვდა, უკვე მთელმა ქვეყანამ ფეხბურთით ცხოვრება დაიწყო. საქართველო ყოველთვის ფეხბურთით ცხოვრობდა. შესაძლოა, შიდა ჩემპიონატზე გულშემატკივრები ისე აქტიურად არ დადიან ფეხბურთზე, მაგრამ რაც შეეხება ნაკრებს... ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც კი სტადიონი გადავსებული იყო.

ამ სიტუაციაში საქართველო მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობს და ყველა გუნდს ტურნირზე გამარჯვებას უსურვებს. ყველას იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა. გასაგებია, რომ ჯგუფის ფავორიტად პორტუგალია ითვლება, თუმცა
საქართველოს თურქეთის დამარცხების შანსი აქვს, ვინაიდან თანაბარი დონის გუნდები არიან. იმედი მაქვს, ქართველი ფეხბურთელები ამ შანსით ისარგებლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ პლეი-ოფში მესამე ადგილითაც შეიძლება გასვლა, საქართველოს შანსი იზრდება.

ყველაზე მთავარია, როგორ ჩაატარებენ პირველ მატჩს. ჩემი აზრით, თურქეთი ის გუნდი არაა, რომელიც 10 წლის წინ იყო. ეს ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში შეიძლება და ასევე დამარცხებაა საჭირო. რაც უნდა იყოს, საქართველომ შესარჩევ ტურნირზე ურიგო თამაშები არ ჩაატარა. პლუს, გუნდი ძალიან გამოცდილია, რამეთუ ბევრი ფეხბურთელი საზღვარგარეთ ასპარეზობს. ეს დიდ ტურნირზე მათი პირველი ნაბიჯია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველები ამ თამაშს ფსიქოლოგიურად როგორ შეხვდებიან.

ევრო 2024 კვარაცხელიასთვის, კომერციის თვალსაზრისით, დიდი ბაზარია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წარმოაჩენს თავს. ტურნირის შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა“, - განუცხადა თეთრაძემ „ჩემპიონატს“.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხედავ Შენ?!)
გიუშა
09:06 18-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული