საქართველოს 19 და 17-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეები ევროშესარჩევში ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა და 17-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეთა ვინაობა 2019/20 წლების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში 54-დან 52-მა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, რადგან ჩრდილოეთი ირლანდია ფინალურ სტადიას 2020 წლის ივლისში უმასპინძლებს და ის პირდაპირ გადის ტურნირზე. ასევე პირდაპირი საგზური ელიტ-რაუნდში აქვს პორტუგალიას.

საქართველოს ნაკრები მე-13 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ხორვატია, უნგრეთი და ყაზახეთი იქნებიან. უნგრეთი ჯგუფის მასპინძელია. ჯგუფის მატჩები 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ჯგუფებში ორი უძლიერესი გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსანი (ჯგუფის ლიდერებთან ნაჩვენები შედეგით) ელიტ-რაუნდში
გავლენ. ეს სტადია 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება და მონაწილეებს პორტუგალია დაემატება. შემდეგ კი ელიტ-რაუნდის 7 ჯგუფის გამარჯვებული ფინალურ სტადიაზე გავა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება და მათ მასპინძელი დაემატება.

რაც შეეხება 17-წლამდელთა ნაკრებს, ჩვენი გუნდი მე-8 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალია, უკრაინა და ალბანეთი არიან. ჯგუფის მასპინძელი პორტუგალიაა. ჯგუფის მატჩები 13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ჯგუფებში ორი უძლიერესი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი (ჯგუფის ლიდერებთან ნაჩვენები შედეგით) ელიტ-რაუნდში გავლენ. ამ სტადიის მატჩები 2020 წლის მაისში გაიმართება.

ელიტ-რაუნდის 8 ჯგუფის გამარჯვებული და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი (ჯგუფში პირველ და მესამეადგილოსანთან ნაჩვენები შედეგით) ფინალურ სტადიაზე გავლენ, სადაც მათ ფინალური სტადიის მასპინძელი ესტონეთი დაემატებათ.

აღსანიშნავია, რომ ელიტ-რაუნდში პირდაპირ გავლენ ინგლისი და ესპანეთი, რადგან უმაღლესი რეიტინგი აქვთ.

altსაქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბაჩო, პროვინციალიზმის დოღია თუ რაშია საქმე? რომელი იყო მეგრელი მესხი, მეტრეველი, ყიფიანი თუ გუცაევი? თუმცა იყვნენ სიომა (ბარქაია), სიჭინავები, ხურცილავა, დარასელია (აფხაზი) და ა.შ. ახლაც გვყავს რამოდენიმე ამომავალი ვარსკვლავ ბიჭუნა-ჩაკვეტაძე, ზარანდია და ა.შ. ასე რომ.......
bego
07 დეკემბერი 2018 16:46
1
არაფერ შუაშია ის რომ მეტრეველი და მესხი-ა არ იყვნენ მეგრელები,საქმე იმაშია რომ გუნდში სადაც ძირითადში არ არის მინიმუმ 4 მეგრელი ბიჭი ის გუნდი გუნდად არ ვარგა და ვიცით ეს ყველამ...გინდა პროვინციალიზმი ეძახე და ქინდა ცენტრიზმი
ბაჩო
08 დეკემბერი 2018 00:00
1
ეხლა მაინც გაითვალისწინონ მწვრთნელებმა და ფედერაციამ რომ ძირითადში მინიმუმ 4 მეგრელი ბიჭი უნდა იყოს ასაკობრივებში,სხვაგვარად გუნდი გუნდი ვერ იქნება.წარმატებები ასაკობრივებს და ქართულ ფეხბურთს...
ბაჩო
07 დეკემბერი 2018 12:46
5
უ19 რო ყავდა ძირითადში 5 მეგრელი და ერთი მაგდენი სკამზე რა შედეგი დადეს ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდნენ
ლაშა
07 დეკემბერი 2018 14:04
1
არ არის საინტერესო
ლაშა
06 დეკემბერი 2018 16:38
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული