ლიხტენშტაინთან პირველი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო აზერბაიჯანს ჩვენი ნაკრები ბაქოში ესტუმრება.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ევროშესარჩევი შეხვედრებისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა)
მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი),
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი)
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით