U19. უნგრეთი VS საქართველო - მატჩი, რომელიც უპირობოდ უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უნგრელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე, უნგრეთის ქალაქ დიორში, "ეტო პარკზე" გაიმართება.

საქართველოს ნაკრების ჯგუფს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთი მასპინძლობს. ჯგუფში ხორვატია, უნგრეთი და ყაზახეთი არიან. ელიტრაუნდში კი ორი საუკეთესო გუნდი გადის.

ტრანსლაციის არსებობის შემთხვევაში ჩვენი საიტი შეეცდება, სტრიმი წარმოგიდგინოთ.

მეტოქე

იმის მიუხედავად, რომ მეტოქე მასპინძელია და დიდი საფეხბურთო ისტორიის მატარებელი, ერთი შეხედვით, გამორჩეული თაობა ამჟამად არ ჰყავს. ამაში ანალიტიკური საიტი "ტრანსფერმარკეტიც" დაგვეხმარება. უნგრელთა გუნდი 925 000 ევროდ არის შეფასებული, საქართველოსი
კი - 3.78 მილიონ ევროდ.

კარში სლოვაკეთის მეორე ლიგის გუნდის, "კომარნოს" ფეხბურთელი ასვანილ ბალასზი თამაშობს. სათადარიგო გერმანიის ბუნდესლიგის "არმინიას" მესამე მეკარე კისს აგოსტონია.

დაცვა და ნახევარდაცვა, ძირითადად, უნგრეთის საფეხბურთო აკადემიების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ახალგაზრდულ ჩემპიონატში თამაშობენ.

გუნდის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მარცხენაფლანგელი დომინიკ კიპფია, რომელიც "ჰონვედის" ფეხბურთელია. ამავდროულად, შეტევაში ჰყავთ რამდენიმე ლეგიონერი, რომლებიც "ბეშიქთაშ ბ"-ს, "ჰამბურგისა" და "ზალცბურგის" ასაკობრივ გუნდებში ირჯებიან.

გუნდს არაფრით გამორჩეული მწვრთნელი ანტალ ნემეთი წვრთნის, რომელმაც 14 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს, 7-ჯერ წააგო, 3 ფრედ ითამაშა და 4 მოიგო.

საქართველოს ნაკრები

ქართველები იმდენად ძლიერი გუნდით ვართ წარმოდგენილნი, რომ ეს შეხვედრა უპირობოდ უნდა მოვიგოთ. ამ თაობას სპეციალურად დაუთმეს ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, რომლებიც წინა შეკრებაზე ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ.

განსაკუთრებული აქცენტი ამ ასაკზე იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ბოლო ორი წელი საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გავცდით. ჯგუფიდან გასვლას ვინ ამბობს, ანდორას და აზერბაიჯანს ვერ მოვუგეთ შეხვედრები.

რამაზ სვანაძე საქართველოს ნაკრებს 2019 წლის 2 მარტიდან წვრთნის. მის ხელმძღვანელობით ჩატარებული 7 ამხანაგურიდან ჩვენმა ნაკრებმა 3 მოიგო და 4 წააგო.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, უნგრეთში ამ განაცხადით ვართ წარმოდგენილნი:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

მკითხველის კომენტარები / 13 /
მოიგეს უკვე 4:2! მაგრამ ეს საიტი ალბათ ერთი კვირის მერე დაწერს ამას
greis
09 ოქტომბერი 2019 22:32
0
ვითომ რატომ ვერ უნდა მოვიგოთ, რითი ვართ უნგრელებზე ან სხვაზე ნაკლები? ნიჭიერი ბიჭები არიან, ინდივიდუალურად ძლიერები, კოლექტიური თამაში ჩვენმა მწვრთნელებმა არ იციან და ფეხბურთელებს ვინ ასწავლის? მაინც უნდა მოვინდომოთ და მანდრაჟით არავისთან გავიდეთ. წინ საქართველო!
თენგაბი
09 ოქტომბერი 2019 18:00
1
უპირობოდ რატო უნდა მოვუგოთ უნგრეთს? უკეთესი აკადემიები გვაქ საქართველოში თი უკეთესი ნიჭი და ისტორია. ფეხბურთელების ფასით ვჯობნით დავითაშვილის და კვარაცხელიას ხარჯზე. ფეხბურთს კი 11 კაცი თამაშობს მოედანზე ორი კი არა
გოგა
09 ოქტომბერი 2019 17:59
1
სად შეიძლება ყურება?

koba
09 ოქტომბერი 2019 17:18
0
წარმატებები ზუკა,საუკეთესოა საერთოდ,ნაკრებს მოგება
gigi
09 ოქტომბერი 2019 16:42
1
Avtor raxam mase darwmunebit ambob dges avige xelpasi da 500 lars davdeb saqartvelos mogebaze:))))
------------------------------------------------------------------------------------------------
ავტორი ფეხბურთს არ თამაშობს და არც ტოტალიზატორს, ეგ თანხა შეგიძლიათ უფრო საინტერესოდ დახარჯოთ :)
Qomagi
09 ოქტომბერი 2019 16:08
3
მე მგონია ჯობია 21 წლიანების გაყვანაზე ვიფიქროთ.
hhh
09 ოქტომბერი 2019 14:27
1
ისევ უაზრო ბაქიბუქი
giorgi
09 ოქტომბერი 2019 13:42
6
მე მაინც მგონია ჯობდა ხვიჩა და ზურა u-21 ისათვის დაეთმოთ.
Kkk
09 ოქტომბერი 2019 13:40
1
რას ნიშნავს უპირობოდ მოვიგოთ?5,5 აქვს საქართველოს მოგებაზე და ჟურნალისტები ითხოვთ თამაშის უპირობოდ მოგებას,როგორი მარტივია ლაპარაკი,ენას ძვალი არ აქვს.ბიჭები მოინდომებენ და კარგი შემადგენლობაც გვყავს.ძალიან კარგი იქნება თუ მოვიგებთ,მაგრამ ფრე რომ დამთავრდეს ცუდი შედეგია?ჩვენი პრობლემა ამაშია და შემდეგ ფეხბურთელებს ვლანძღავთ,ეს იწვევს ზუსტად იმ დიდ იმედგაცრუებას,არადა მოლოდინები დიდი გვაქვს,ჯგუფიდან გასვლა,გასვლაზე შვეიცარიასთან ფრე და სახლში დანიას უნდა მოვუგოთ.კარგია ეს ყველაფერი,მაგრამ რის ხარჯზე?!ხომ ხედავთ საფეხბურთო ნიჭი აღარაა საკმარისი,საჭიროა უფრო მეტი გაკეთდეს ფეხბურთის განვითარებისთვის,ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ ავაგებთ წინასწარ კოშკებს,მიწაზე დავრჩეთ და გავიდეთ საბრძოლველად,რათა იმედგაცრუება ავირიდოთ და შემდეგ ჩვენი ბიჭები არ ვლანძღოთ.წარმატებები ბიჭებს
მიდით ბიჭებო
09 ოქტომბერი 2019 13:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული