15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ლევან ხარაბაძის, ვატო არველაძის და გუნდის ლიდერის გიორგი არაბიძის გარეშე ითამაშა და ითამშა ძალიან კარგად.
მასპინძლები "ლიონის" ნახევარმცველ რეინ-ადელაადეს დუბლით 58-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, შემდეგ კი ჩვენმა გუნდმა მცირე საოცრება ჩაიდინა. ჯერ კოხრეიძემ დალაშქრა მეტოქის კარი, შემდეგ შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ, შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ავსტრიელმა მსაჯმა კრისტოფერ იაგერმა არდასანიშნი პენალტი დანიშნა, როდესაც გალთა მცველი ზაგადუ ლოჩოშვილთან შეხებისას მოედანზე წაიქცა და ფრანგებს გამარჯვება მოაპოვებინა.
ტომბლინი. "მარსელ-პიკო"
საფრანგეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 რეინ-ადელაადე (15), 2:0 რეინე-ადელაადე (54), 2:1 კოხრეიძე (58), 2:2 კვარაცხელია (60), 3:2 ედუარდი (90+2, პენ)
საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კამარა, ზაგადუ, კოზა (პელმარდი 84), რეინე-ადელაიდე, კამავინგა, ბელეგარდე (იუსუფი 70), დიაბი (მბეუმო 83), ედუარდი (ლოუზა 90+6), იკონე (ნორდინი 70)
საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, მალი, ტაბატაძე, კუცია, ნინუა (ქოჩორაშვილი 59), კოხრეიძე (არდაზიშვილი 73), სპანდერაშვილი (ქავთარაძე 59), ბუღრიძე (კვარაცხელია 59)
და რატომ აქეთ არ შეეშალა და სულ იქით რატომ ეშლებათ ხოლმე რუსი მსაჯებივით?