უმადურები - ტიფოზების შეტევა ხვიჩაზე სოციალურ ქსელებში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ მეასე მატჩი ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შვილმა, ედომ „ატალანტასთან“ შეხვედრის დაწყებამდე ქართველს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

AreaNapoli წერს, რომ ბერგამოელებთან „კვარა“ არ ბრწყინავდა, თუმცა თამაში მთელმა გუნდმა ჩააგდო, კრიტიკა კი ყველაზე მეტად ხვიჩამ დაიმსახურა. აღნიშნულია, რომ კლუბის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ფსევდო-გულშემატკივრები ხვიჩას აბსურდული ბრალდებებით დაესხნენ თავს, რომელიც მათი აზრით, ისე იქცევა, თითქოს „ნაპოლი“ უყვარს. CalcioNapoli24-მა ნამატჩევს ტიფოზებს კომენტარების გაკეთება სთხოვა და უმეტესობა კვარაცხელიას აკრიტიკებს. ყველას უცბად დაავიწყდა ფეხბურთელის დამსახურება, რომელიც გუნდში ლამის ყველაზე დაბალანაზღაურებადია.

„რეპუბლიკას“
ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ამჯერად ლუკაკუ და კვარაცხელია ვერაფრით დაეხმარენ, რომლებმაც გუნდს „მილანთან“ გამარჯვება მოუპოვეს, მაგრამ დე ლაურენტისის სასიხარულოდ ქართველის ჯამაგირი ბელგიელთან შედარებით ოთხჯერ ნაკლებია, თან რვა წლით უმცროსია და სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადია.

Ilmattino დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზს უსვამს, რომ ხვიჩა თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, ზაფხულში ჩემოდნებს ჩაალაგებს და ნეაპოლიდან აიბარგება.

altდრო ჩაირთო - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა

altტაქტიკა კვარაცხელიაზე ვერ თუ არ მუშავდება? - როცა მწვრთნელი კონკურენციას ამტკიცებს და უარესს იღებს...

მკითხველის კომენტარები / 29 /
იტალიებსაც ბევრი ბოღმიანი ყოლიათ.
გოჩა
10:04 11-11-2024
0
ვიღაცეები ძალიან შეწუხებულან კვარადონაზე პოსტებით და რატომ იტანჯავთ შვილო თავებს, წადით წიგნები იკითხეთ და განვითარდით. დრო რომ დაგრჩებათ მერე შემოდით საფეხბურთო საიტებზე და ვისზეც გინდათ იმაზე მოიძიეთ ინფორმაცია. ამ უკიდეგანო სოციალურ ქსელში ახლა მაინცაა მაგის საშუალება, რაც არ მოგწონს ის არ წაიკითხო. კვარადონა თუ არ გაინტერესებს ბელინგემი, მბპაე, ვინი, ლეაო და სხვები დასერჩე. რად უნდა ამას ამდენი თვითგვემა.
არ იცით ალბათ როგორ უნდა მოიძიოთ ინფორმაციები. რამდენი რამით ამოიცნობა უწიგნური ადამიანი მოკლედ.
0

სიახლეები პოპულარული