U21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთთან შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში ვიხილეთ კვარაცხელია და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული დავითაშვილი.

დებიუტში მეკარესთან პირისპირ გასულ კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა კუციამ, რომელმაც მეტოქეს ბურთი აართვა, მალისთან გაითამაშა და შიპოშის კარი დალაშქრა.

სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტადრე მარცხენა ფრთიდან გვიტევდნენ და კოლესარმა საპასუხო გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე კი ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი
ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მეტოქე გუნდის კაპიტან ჰერცს თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და სლოვაკები დაწინაურდნენ. შემდეგ გუგეშაშვილმა ჩობოტის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი მოიგერია და ცეცაძემ ოთხმაგი ცვლილებით სცადა თამაშში გარდატეხის შეტანა. თუმცა მალე გამბოშმა მესამე გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა პოკორნი გააძევა. საქართველოს ნაკრებმა შეუტია. სპანდერაშვილმა ნაკუთხურალ ბურთს შიპოშის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მერე ნინუას საჯარიმო მეკარემ მოიგერია, კუციას თავური მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ამას გუნდებს შორის ჩხუბი და მწვრთნელების გაძეევებები მოჰყვა და დავმარცხდით.

არადა, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და ვინ იფიქრებდა, თუ წააგებდა.

ნიტრა. "პოდ ზობორომი"
სლოვაკეთი - საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კუცია (8), 1:1 კოლესარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოში (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)
გაძევება: ლოჩოშვილი (40), პოკორნი (83)

სლოვაკეთი: შიპოში, სულეკი, ვალო, ორავეცი, მოიზისი, გამბოში, კოლესარი (დურისი 57), ჰერცი (სპირკა 68), პოკორნი, ალმასი, ჩობოტი

საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, მალი (სპანდერაშვილი 59), ტაბატაძე, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), კუცია, დავითაშვილი (ბუღრიძე 59), კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59)
მკითხველის კომენტარები / 44 /
ეს რა ომი გაგვიმართეს სლოვაკებმა 28 ჯარიმა 13 თან ძალიან არასპორტულად იქცეოდნენ იმიტომ გამოვიდნენ მწყობრიდან ჩვენები, რა თქმა უნდა ცეცაძეს მაინც თავი უნდა შეეკავებინა მაგრამ ჩამოვლენ აქ სლოვაკები და ამოტენიან ბიჭები. ეს იმათი მხრიდან სიხისტე კი არა ჩეხვა იყო. გენაცვალეთ ბიჭებო ბოლომდე იბრძოლეთ. მე მჯერა თქვენი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
19 ნოემბერი 2019 03:45
1
მწვრთნელი რო ასე არ უნდა მოიქცეს ვიცით, მაგრამ კვარაცხელიას და დავიტაშვილის გარეშე რომ უკეთ თამასობს გუნდი ეს თუ ვიცით? მათ რომ პირწმინდად ჩააგდეს მატჩი, ეს თუ ვიცით? არაბიძე ამ გუნდის მატორი რომ არის და ვერ ეხმარებოდა გუნდს, ეს თუ ვიცით? უკვე მეორე თამაშია მოსაგებ და არ წასაგებ მატჩებს მსაჯები რომ აშკარად გვაგებინებენ ეს თუ ვიცით? ფედერაცია ქმედუუნარო რომ არის და ამდენ უსამართლობაზე თვალს ხუჭავს თუ ვიცით? და ეს თუ იცი შე დალოცვილო, კიდევ ცეცაძეა გასაგდები? გაგიჟდა კაცი, თუ მოგონილი პენალტი, თუ მოგონილი წითელი. კაპიკის არაფერი გაუკეთებია დავითაშვილს, პირიქით ატორმუზებდა გუნდს. ამათ ყველას მოვუგებთ თბილისში, ერთმანეთში ეგენი ქულებს დაკარგავენ და გაიყვანს ცეცაძე გუნდს, აი ნახავთ
ვასო
18 ნოემბერი 2019 23:41
7
მართალი ხარ გეთანხმები ბევრ რამეში, მაგრამ დედის ტ-ის უკანასკნელი სიტყვებით გინება და მსაჯზე წიტება საზიზღარი სანახავი და ამაზრზენია. გამართლება 1%-იც არ აქვს.
ანესთეზეოლოგი
19 ნოემბერი 2019 00:10
8
მერე დავითაშვილი და კვარაცხელია სლოვაკმა მწვრთნელმა დააყენა ძალით? თუ ვერთამაშობს ნუ დააყენებ
მ.მ
19 ნოემბერი 2019 01:23
3
მიუხედავად პატივისცემისა ცეცაძე უნდა გადადგეს. დისციპლინა მწვრთნელს არ აქვს და ფეხბურთელებს როგორ მოვთხოვოთ? გარდამტეხ მომემნტში როცა გათანაბრების შანსი გაჩნდა თუნდაც მცირე მწვრთნელი ესე არ უნდა მოიქცეს. სუ რო საშინელება უყონ.
bokinio
18 ნოემბერი 2019 23:05
12
ვიღაც აქ რამდენიმე დღის წინ წერდა კომენტარში, რომ შტერი კომენტატორებისგან იწყებაო ბევრი რამ და რომ მიდგომა, აზროვნება/მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთო და ვშიშობ თქვენც იგივეს აკეთებთ თქვენი უაზრო სტატიებით. მე არც იმ კომენტარისთვის მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა და არც ახლა ვფიქრობ რომ მთლად თქვენი უნიჭო სტატიებით თუ კომენტატორებით იწყება, მიუხედავად იმისა რომ ორივენი მაგარი არაპროფესიონალები ხართ, მაგრა თუ დავუკვირდებით ჩვენების დღევანდელ თამაშს გატანილი გოლის მერე, დავინახავთ რომ ტიპები ისე დააბიჯებდნენ მოედანზე თითქოს არა თავის სწორებს, არამედ ვიღაც ჭ-კლასს ეთამაშებოდნენ. მასტებმა დაიჯერეს მგონი რომ ძალიან მაგრები არიან. აღარც მეტოქეს უფრთხოდნენ, აღარც ისე იბრძოდნენ თითქოს და მაშინვე მივხვდი გაურჭობდნენ რამდენიმე გოლს. სუფთა არაპროფესიონალური სენი.
odala
19 ნოემბერი 2019 01:30
4
ვერ ვხვდები რატო უნდა გადადგეს ცეცაძე გუნდი პროგრესის გზაზე მიჰყავს 10-კაციანმა ნაკრები კინაღამ თამაში შემოატრიალა და ასე თუ ისე კარგად ითამაშა შეცდომები და უდისციპლინობა ცუდია მაგრამ აშკარაა რომ გუნდი პროგრესირებს და ყველაფერი დალაგდება ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს პირველ რიგში სლოვაკებს უნდა მოვუგოთ და მთავარი შვეიცარიასთან მატჩია იმედი მაქვს საფრანგეთსაც გავუწევთ წინააღმდეგობას რაც შეეხება ჩხუბს ცუდია მაგრამ ნერვები ყველას აქვს ბოლოს და ბოლოს გვარდიოლა გააძევეს ლივერპულთან და გადადგომაზე არც უფიქრია ბევრ მწვრთნელს მოსვლია მთავარია ეს წაგება არ დაეტყოს გუნდს
optimiszmi
18 ნოემბერი 2019 23:22
7
ამოუვიდა კაცს და აგინა და აფურთხა..არაა ლამაზი რა თქმა უნდა, მაგრამ ნერვები ყველას აქვს და არის მონენტები რო ვერ თოკავ..ჩვენისთანა პარლამენტარების პატრონმა ფეხბურთის მწვრთნელისგან რატო გიკვირთ??? მითუმეტეს თავის ბიჭებს გამოექომაგა და თავის "კამანდას". თამაში წააგეს ორმა მცველმა (3 და 4 ნომრებმა) და მეკარემ..და ის 4 მაგი ცვლილება კიდე ძაან მაგარი ხოდი იყო, და რომ არა მეკარის შეცდომა შედეგსაც გამოიღებდა!
Vakhtang Lobzhanidze
19 ნოემბერი 2019 02:10
1
ვინ მისცა ამ ცეცაძეს ასეთი ქცევის უფლება? და რა მაგალითს აძლევს სხვებს? სირცხვილია მითუმეტეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ხარ და იფურთხები. არც ერთ მწრთნელს არ აქვს ამის უფლება და განსაკუთრებით ქვეყნის სახე რომ ხარ მაგ სიტუაციაში საერთოდ. გააძევეთ ნაკრებიდან, ამის მანდატი ჩვენ არ მიგვიცია რომ ჩვენი გადასახადებიდან ეს უზრდელი კაცი ნაკრების მწვრთნელი იყოს და ხელფასი აიღოს. არ მაინტერესებს კარგი მწვრთნელია თუ ცუდი, ფედერაციამ უნდა მოაშოროს ნაკრებს ეს კაცი..
Geo
19 ნოემბერი 2019 01:43
15
ლოჩოშვილმა ფაქტიურად ორი თამაში წააგო ფრანგებთან პენალი აიკიდა აქ კაცნაკლული დაგვტოვა. ტეკნიკა აკლია და ფიზიკური ძალით ცდილობს კომპენსაციას.ხოლო ცეცაძე აიჭრა და უაზრო კონფლიქტში ჩაერთო.
თემო
18 ნოემბერი 2019 23:37
7
ცეცაძეს მაქებრები სად ხართ, ბოლო ეპიზოდის გამო არ ვამბობ, ამ ფეხბურთელებით სლოვაკეთთან არ უნდა წააგო.
ბოლო ეპიზოდს, რაც შეეხება რა თქმა უნდა თავი უნდა შეეკავებინა, თუმცა მაინც მხარდაჭერა ამ ეპიზოდში ცეცაძეს, მთელი თამაში არასპორტულად და საზიზღრად იქცეოდნენ სლოვაკები და ეს ბოლო ეპიზოდიც ამის გამოხატულება იყო.
თბილისში ჩამოვლენ და უნდა ამოვტონეთ, ასე გაბრაზებული სპორტული ღონისძიების გამო იშვიათად ვყოფილვარ რომელიმე გუნდზე, როგორც სლოვაკეთზე. მგონია ფეხბურთელები უარესად გაბრაზებულები იქნებიან, ასე რომ რევანშის დროა, მხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით.
გუგა
18 ნოემბერი 2019 23:14
3
დავითაშვილს და კვარაცხელიას დააბრალეთ წაგება დაბოღმილო ადამიანებო 18 წლის ბიჭებს დავითაშვილი წამოვიდა მაკრებიდან და როგორც შეეძლო ითამაშა დაღლილმა 10 კაციან გუნდში და მაინც ყველაზე მეტი ირბინა ცოტა იაზროვნეთ
ბადრი
19 ნოემბერი 2019 00:47
4
დავითაშვილი,კვარაცხელია,მალი,არაბიძე,ქავთარაძე,კუცია,ნინუა არის ქართული ფეხბურთის მომავალი და ამ გუნდის ხერხემალი. კარგი მწვრთნელის და სწორი დასკვნების გამოტანის შემთხვევაში ამ ბიჭებს ყველა დარჩენილი თამაშის მოგება შეუძლიათ.
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2019 01:23
3
დავითაშვილზე ისინი აკეთებენ მაგ კომენტარებს ვისაც ბოღმა ახჩობს რო ესეთი კარგი და ნიჭიერი ახალგაზრდაა და ვერ მოუნელებიათ რო თავიაანთი შვილები ვერ მივიდნენ ესეთ დონეზე და დაფარული ნიკებით ლანძღავენ 18 ბავშვს.ეს არის სიმართლე თუ არ ჭირდებოდა ცეცაძეს რატო წამოიყვანა პირველი ნაკრებიდან ყოფილიყო და მშვენივრად ითამაშებდა ხორვატიასთან,ეს რო გაჩერდით და ამ ბავშვის ლანძღვას თავი დაანებეთ,თუ მაინც ვერ ანებებთ და ბოღმა გახრჩობთ გაიკითხეთ როგორი ადამიანია და მერე მიხვდებით ყველაფერს,მიაწექი ზურიკო და ამ ბოღმიან ხალხს არ უსმინო შვილო და წინ დიდი ფეხბურთი გელოდება მე გიცნობ შენ და მე ვიცი რამდენი რამე გაიღე ამისთვის რო დიდი ფეხბურთი გეთამაშა
ნუკრა
19 ნოემბერი 2019 01:30
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული