23 იანვარს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში, განვითარების თასის B ჯგუფის ბოლო მატჩში ტაჯიკეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში დაწინაურება გიორგი ჩიტაურის გუნდმა მოახერხა, თუმცა შემდეგ ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა. ჩვენი ნაკრებიდან ერთადერთი გოლი თორნიკე დუნდუამ გაიტანა.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირზე მეხუთე-მეშვიდე ადგილებისთვის იბრძოლებს.
ამ დროისთვის B ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:
1. ტაჯიკეთი 3 2 0 1 4-6 6
2. ისრაელი 2 1 1 0 5-1 4
3. საქართველო 3 1 1 1 3-3 4
4. ისლანდია 2 0 0 2 1-3 0
ამჟამად ისრაელსა და ისლანდიას შორის მატჩი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის განვითარების თასზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელარუსთან 0:3 დამარცხდა.