U21. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ინგლისს ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბათუმში ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისს 1:0 ამარცხებს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ინგლისელ თანატოლთა სახით მეტად სერიოზული გამომცდელი ჰყავდა და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდა თავს.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და მამარდაშვილმა ორჯერ მოიგერია ბალოგუნის დარტყმული ბურთი. უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდა, სვანაძის შეგირდები კი სწრაფი და სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და 24-ე წუთზე გულიაშვილმა შორიდან დალაშქრა გრინის კარი. საქართველოს ნაკრები, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, თამამად გამოიყურებოდა და თამაში ლამაზი სანახავი იყო. საჯარიმოში ჩაწოდებებისას მეურვეებს ტანმაღალი გაგუა უგებდა პირველ
ბურთზე ბრძოლას. ბრიტანელებს 34-ე წუთზე ჰქონდათ კარგი მომენტი, მაგრამ ბრიუსტერმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ინგლისი 1:0
გოლი: გულიაშვილი (24)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა

ინგლისი: გრინი, ბალოგუნი (გრინვუდი 36), ბრიუსტერი, კროსუელი, დოილი, დრამი, გარნერი, გიბს-უაიტი, გომესი, მოლა, ტომასი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული