"ინგლისის სამარცხვინო მარცხი ბათუმში, გულიაშვილის ზალპი და გოჩოლეიშვილის ცეკვა" - ბრიტანული მედია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მიერ ბათუმში ინგლისელ თანატოლთა დამარცხებამ (3:2) ძალიან გააკვირვა ბრიტანული მედია. გთავაზობთ რამდენიმე გაზეთიდან ამონარიდს.

Daily Mail: "ახალგაზრდა ლომებმა", ლი კარსლის ხელმძღვანელობით, მიუხედავად გვიანი გამოღვიძებისა, სამარცხვინო მარცხი განიცადეს. ინგლისი საქართველოსთან 0:3 მარცხდებოდა, საბოლოოდ 2:3 წააგო, შემდეგი შეხვედრა ოთხი თვის შემდეგ აქვს და ამ ხნის განმავლობაში დაძაბულობაში მოუწევს ყოფნა.

გულიაშვილმა ანგარიში ზალპით გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა, მისი ჰეთ-თრიკი გარდაუვლად მოჩანდა, თუმცა ვერ მოახერხა. საქართველო ყველაფერში უფრო პროგრესული იყო და გოჩოლეიშვილმა, რომელმაც იქამდე საგოლე პასი გააკეთა, თავადაც დალაშქრა გრინის
კარი".

skysports: "ძლიერ სახეცვლილი ლი კარსლის გუნდი სპარინგში იქნა ძლეული. გულიაშვილმა ორი გოლი გაიტანა, შემდეგ კი მესამის გატანა მართებდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ. გოჩოლეიშვილმა თითქოს წაიცეკვა პირით ხაზთან, სუპერ სოლო-რეიდით საჯარიმოში შეიჭრა და გრინის კარი დალაშქრა".

BBC: "ინგლისის ნაკრებმა ბათუმში აღფრთოვანებული პუბლიკის წინაშე მოულოდნელი მარცხი განიცადა. ორი გოლი გულიაშვილმა გაიტანა, მერე მარცხენა მცველმა გოჩოლეიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგის განხორციელების შედეგად გრინი დაამწუხრა. ინგლისი ძალიან გვიან გამოერკვა და ბოლო 10 წუთში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძლიერ გუნდთან დამარცხება სამარცხვინო წაგება სულაც არ არის. აბა ბიჭებო 4 თვის თავზეც დაუმტკიცეთ ინგლისელებს, რომ თქვენი მოგება შემთხვევითი არ ყოფილა და რომ ინგლისელები ცდებიან თავის შეფასებებში, გოჩოლეიშვილმა კი skysports-ის კომენტატორის მოჩვენებების გასაფანტად, აუცილებლად უნდა გაიტანოს გოლი და იცეკვოს მოწინააღმდეგის პირით ხაზთან:)))
გია
17 ნოემბერი 2021 14:21
1
ინგლისი გამოერკვაო, კაო :დდ ინგლისი კი არ გამოერკვა, 70 წუთის შემდეგ ესენი დავრადნენ (ქართველი ფეხბურთელების სენი! :( ) და თუ არ მოუმატებენ ფიზიკაში, მათგან უმრავლესობას მოუწევს "ტობოლის" სათადარიგოთა სამის ხეხვა :( :დდ
ბიჭებს, რა თქმა უნდა ვულოცავ წარმატებას, და ვუცურვებ მართლა დიდი ფეხბურთის თამაშს! (ვნახოთ)
პირველი გოლის გაშვება იყო, სამარცხვინო, ის ინგლისელი ყვეალმ მიატოვა :დდ
₾ადო
17 ნოემბერი 2021 09:24
1
ამით ჩვენ ბიჭებს არანაკლებად შეურაცხყოფენ, ვინემ საკუთარ ახალგაზრდებს... არა უშავს, თუ ინგლისელებს წაგებას მივაჩვევთ ( პრინციპში სხვებსაც, იმათ რაღა დააშავეს), მერე პირიქით, იამაყებენ- აი, ვიომეთ და ღირსეულ მეტოქესთან დავმარცხდითო....
ვოოტ
17 ნოემბერი 2021 11:55
0
რატომ სამარცხვინო მარცხი?....იბრძოლეს ბიჭებმა მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო..გაიმარჯვა უძლიერესმა..:)))
საბა
17 ნოემბერი 2021 10:03
0
მოგება და წაგება მეგობრები რო არიან - არ იციან? ჩამოვიდნენ, ვასწავლით :)))
Dato
17 ნოემბერი 2021 10:57
0
ყოჩაღ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ, მადლობა ასეთი სასიხარულო შედეგის, აბა თქვენ იცით, არ მოდუნდეთ რაც მთავარია, თქვენ უნდა იყოთ ღირსეული ცვლა
Nowhere man
17 ნოემბერი 2021 07:31
0
უძლიერესი ნაკრები გვყავს დამიჯერეთ, ევროპის მოგების დიდი შანსი გვაქვს თუ იქამდე სწორად ვივლით და მივალთ. ხარვეზებიც გამოსწორდება, დიდი დროა ჩემპიონატამდე.
იმედა
17 ნოემბერი 2021 17:34
3
ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ. ისე, ძალიანაც ნუ აღფრთოვანდებით. 21 წლამდელები, თანაც ამხანაგურ მატჩში, თანაც საკუთარ მოედანზე, დიდი ზარ-ზეიმის საფუძველი არ არის.
ზაზა
17 ნოემბერი 2021 12:54
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული