U18. ნაკრების შემადგენლობა, მატჩები უნგრეთთან და პორტუს ტურნირზე მონაწილეობა

AutoSharing Option
2021 წლის შემოდგომაზე საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლაშა ფირცხალიშვილი დაინიშნა. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდელთა ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

თუმცა მანამდე 18-წლამდელთა ნაკრებს არაერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. 1-ელ და 3 მარტს ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი უნგრეთში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მარტის ბოლოს - 25, 27 და 29 მარტს, პორტუს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

18-წლამდელთა გაცნობითი სახის
საწვრთნელი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U18 - შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი), მიხეილ მაქაცარია (დინამო, თბილისი), ილია ჯინჭარაძე (ლოკომოტივი, თბილისი)

მცველები: გიორგი ქუქალია (საბურთალო), რომა მორჩილაძე (დინამო, თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო, თბილისი), ავთო ცარციძე (ჩიხურა, საჩხერე), საბა ახალკაცი (დინამო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი ბართია (საბურთალო), სანდრო გაფრინდაშვილი (დინამო, თბილისი), დავით ქართველიშვილი (საბურთალო), თემო გოგნაძე (დინამო, თბილისი), ზვიად ხაბურძანია (ორენბურგი, რუსეთი), შოთა კვერენჩხილაძე (დინამო, თბილისი), ლუკა ჯაჭვლიანი (სან კუგატი, ესპანეთი), შაკო ხვიჩია (ლოკომოტივი, თბილისი) იოანე ტაბატაძე (ლოკომოტივი, თბილისი)

თავდამსხმელები: შაქრო დვალიშვილი (კოლხეთი, ფოთი 1913), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემირსპორი, თურქეთი), დავით გოცირიძე (დინამო, თბილისი), დიმა ღურწკაია (დინამო, თბილისი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მუხრან ბაგრატიონი- ისეთი სახელი და გვარი აქვს ზამენაზე ვერ დასვავ,ვერც შეცვლი სანამ თვითონ არ ითხოვს და ვერც სირბილს და შავ სამუშაოს მოთხოვ :)
Levani
10:06 17-02-2022
0

სიახლეები პოპულარული