18-წლამდელები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
ლაშა ფირცხალაიშვილის 18-წლამდელთა ნაკრები ამხანაგური მატჩების სერიას განაგრძობს. 18-წლამდელები დღეს შეიკრიბნენ და 26-28 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ცუგში მასპინძელი ქვეყნის გუნდს დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდელთა ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

U18 -  შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი) რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი
თბილისი).

ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), ჭაბუკი ლაბაძე (საბურთალო), თემურ ნოზაძე (დინამო თბილისი), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ლუკა წულუკიძე (საბურთალო), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული