U17. საქართველოს ნაკრები მალტასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, მალტაზე, ტა ქალის "ცენტენარი სტედიუმზე" მასპინძელი ქვეყნის გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 1:3 დამარცხდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან ერთადერთი გოლი, 66-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ ნინიძეს მიერ შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

მალტასთან მეორე ტესტ-მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 8 მარტს, თბილისის დროით ისევ 14:00 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, რომლის მატჩებიც 23, 26 და 29 მარტს შოტლანდიაში გაიმართება.

საქართველო: კოპალიანი, გოგიაჩაიშვილი (ცეცხლაძე 46), ლორთქიფანიძე, ალიბეგაშვილი (ნინიძე 46), ხარჩილავა,
ნარიმანიძე, რობაქიძე, ბასილაძე (გადილია 46), პარკაძე, ციკოლია, ტაბატაძე

23 მარტი. გერმანია V საქართველო - ელიტ რაუნდი
26 მარტი. ჩეხეთი V საქართველო - ელიტ რაუნდი
29 მარტი. საქართველო V შოტლანდია - ელიტ რაუნდი

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
Მივმართავ სპორტულ ჟურნალისტებს: იკითხეთ საერთოდ ასაკობრივი ჩემპიონოტიები ტარდება? Თითქმის წელიწადია არა.ეს იმ ფონზე როცა თუგინდ მალტის გუნდები იღებენ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას სისტემატიურად. Უნიჭიერეს ბავშვებს ჩვენით უსპობთ პერსპექტივას და ჩვენვე ვლანძღავთ. Ვახოცავთ ბავშვებს ხელს და მათაც ვაცხოვრებთ ტყუილში. Არც ვასწავლით და არც პრაქტიკა აქვთ. Ესაა სწორი ანალიზი და ვინმემ უნდა ამოიღოს ხმა.
Გიორგი
08 მარტი 2022 02:35
0
მოაშორეთ ეს მწვრთნელი ნაკრებს. ხომ ხედავთ რომ ფეხბურთის გარტყმაში არ არის. ბავშვებს ნურაფერს ერჩით, კარგი თაობაა. უბრალოდ სამწვრთნელო შტაბი ქვის ხანაშია
თენგაბი
07 მარტი 2022 09:56
0
რა ქვეყნებთან უწევთ თამაში და მალტასთან როგორ წააგეს? იმედია მოთელვითი ვარჯიშის მეტი დავალება არ ჰქონდათ
ivan
07 მარტი 2022 09:53
0
რაც არ უნდა მიზეზი და გამართლება მოუძებნო,მალტასთან არ უნდა წააგო მაინც.
ჯიჯი
07 მარტი 2022 02:45
0
ოხ გაგიჭირდებოდათ... თქვენც უნდა თქვათ ფეხბურთელები ვართო?!
რომა
06 მარტი 2022 20:28
2
მართალს იძახის,რომელი ერთია ფეხბურთელი?რა ქნას მწვრთნელმა?ორ პას ვერ აკეთებენ გადაბმულად,სახლში დაისვით ეგეთები,ეს საქართველოს ნაკრებია და მწვრთნელს ვალდებულებები აქვს,წესით ექნება მკაცრი ღონისძიებები მწვრთნელს..
avto
07 მარტი 2022 10:06
1
ხო რას ამბობ, ესენი ბავშვები იყვნენ და მოწინააღმდეგე სრულწლოვნები შეხვდათ!!
buba
07 მარტი 2022 07:46
0
ყველა გამოხმაურება
ეს იმიტომ ხდება რომ არ უშლიან დზმაკაცობას და ახლობლობას სირცხვილია რამდენი თამაში უნდა წააგოს დაშალეთ
დავით
06 მარტი 2022 19:48
0

სიახლეები პოპულარული