ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U16 | სლოვენია 3:1 საქართველო - მეორე ადგილი UEFA-ს განვითარების თასზე

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სან-მარინოში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე ჯგუფის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტის - სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ჩვენი ასაკობრივიდან ერთადერთი გოლი გიორგი მანუელ ჩუბინიძის ანგარიშზეა, რომელმაც ასაკობრივ დონეზე მეორე გოლის გატანა შეძლო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართ 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge