U16 | საქართველოს ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა სან-მარინოში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა, სადაც მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დამაჯერებლად - 1:4 მოუგო.

მატჩში ანგარიში სამუელ ფორჩელინიმ გახსნა, რომელმაც სტანდარტული სიტუაციის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სხვაობა ორამდე ნიკა სურგულაძემ გაზარდა, რომელმაც თითქმის მოედნის ცენტრის ხაზიდან ბურთი სანმარინოელთა კარში მოათავსა.

მესამე გოლი თავური დარტყმით დავით გოგილაშვილმა გაიტანა, 16-წლამდელთა ნაკრების რვიანის, გიგა ნიკვაშვილის ჩამოწოდებულ კუთხურს ზუსტად გამოეხმაურა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დამატებული დროის პირველ წუთზე გიორგი მჟავანაძემ დააფიქსირა - 1:4.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირის
პირველ მატჩში გიორგი ჩიტაურის გუნდმა მონტენეგროს 2:0 სძლია. ტურნირის გამარჯვებულის ბედს 9 აპრილს სლოვენიასთან გასამართი მატჩი გადაწყვეტს, გუნდთან, რომელსაც 2 ტურის შემდეგ ასევე 6 ქულა აქვს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
Am nakrebshi ganacxadshi arian fexburtelebi monakodan,bormutidan,kiolnidan,tirolidan...vin arian an romel wlianebshi tamashoben arshad ar idzebneba am gundebis asakobrivebis ganacxadebshi???
Givi
09:06 07-04-2023
0

სიახლეები პოპულარული