U16 | საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სან-მარინოში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მონტენეგროელი თანატოლების დამარცხება შეძლო - 2:0.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა - თავი 35-ე წუთზე სანდრო რატიანმა გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმში ალექსანდრე ქუთათელაძემ საბოლოო ანგარიშის დააფიქსირება შეძლო - 2:0.

16-წლამდელთა ნაკრები კომუნა აკვავივაში მიმდინარე ტურნირზე 6 აპრილს მეორე შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის, სან-მარინოს წინააღმდეგ გამართავს.

6 აპრილი | 17:00 - სან-მარინო V საქართველო
9 აპრილი | 12:30 - სლოვენია V საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული