
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1-ელი მეოთხედი 11:24 დათმო, მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობა სრულად შეიცვალა.
ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე გახლდათ, ახალგაზრდა ცენტრმა 16 ქულა და 13 მოხსნა შეასრულა; ილია სულაძემ 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები A დივიზიონში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს და ტურნირის საუკეთესო 3 გუნდს შორის მოხვედრის
შემთხვევაში ეს მისია შესრულებული იქნება.