ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

AutoSharing Option
21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. დიდი მოლოდინია შემადგენლობებთან დაკავშირებით. ამ ამბავს სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესოდ ეხმაურება:

"მოკლედ, მოახლოვდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მალე გუნდებმა შემადგენლობები უნდა გამოაცხადონ და ისევ აქტუალური გახდა კითხვა, ხვიჩამ და სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ივნისში სად უნდა ითამაშონ - ევროპის ჩემპიონატზე თუ ეროვნულ ნაკრებში? (მოგეხსნებათ, ეროვნულის ორი მნიშვნელოვანი თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასაწისს ემთხვევა).

ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი გულშემატკივრის აზრია, რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერია და ყველა იმ ფეხბურთელმა,
ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს (ხვიჩას და სხვებს კი აქვთ, რადგან დაშვებულია მათი თამაში, ვინც ამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებისას იყო 21 წლის), სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.

არგუმენტი მარტივია,: ასეთი შანსი ჩვენ კიდევ შეიძლება ასი წელი არ გვქონდეს.

აქ არ ვსაუბრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსზე (კარგი თაობა წამოვიდა, პლუს "ერთა ლიგის" გათამაშება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრებიც მოხვდება ევროპაზე და მერე მსოფლიოზეც), ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსზე.

გაგიკვირდათ, საიდან ასეთი ამბიცია? ჯერ ერთი, ფეხბურთში ამბიცია თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა; მეორეც,, ეს ახლგაზრდული ჩემპიონატია და იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს; მესამე, სახლში ვთამაშობთ და მეოთხე: გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ევროპაზე თამაშის საშულება აქვთ და დამისაბუთეთ, რატომ არ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება თუ არა, ფინალში გასვლა მაინც?

შეხედეთ შემადგენლობას და მითხარით, ვისზე ნაკლები გამოდის: იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის "ლიგა 2“-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ამავე "ლიგა 2“-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, უკრაინის ჩემპიონი, სერბეთის ჩემპიონი...

ამას დაუმატეთ საშინაო კედლები. კიდევ როდის მოხდება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს?

როდესაც მოგების შანსზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოგებაში ვარ დარწმუნებული. ამაში დარწმუნებული თუნდაც იმიტომ ვერ ვიქნებით, რომ სხვებსაც არანაკლები ვარსკვლავები ჰყავთ და პლუს, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია), მაგრამ ამ ჯგუფიდან თუ გავედით, მერეც არ ვიქნებით ფავორიტები? ამ ჯგუფიდან თუ გავედით, შეიძლება მართლა მოვიგოთ.

თუმცა რომც ვერ მოვიგოთ და ფინალში ვითამაშოთ, ეს განა დიდი ამბავი არ იქნება?

მესმის, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდული ჩემპიონატია და რომ ეროვნული ნაკრები სულ სხვაა, რომ ის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ შეიძლება ისეც მოხდეს: ხვიჩას და სხვების გარეშე ეროვნულმა წააგოს, ვერც ახალგაზრდულმა მიაღწიოს რამეს და საბოლოოდ ხელში არაფერი შეგვრჩეს. კიდევ ბევრი არგუმენტი მესმის, მაგრამ ცუდზე და წაგებაზე ფიქრით წარმატებისთვის ვის მიუღწევია? თან ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე მოხვედრის შანსი უფრო "ერთა ლიგიდან" აქვს, ვიდრე ამ შესარჩევიდან და კიდევ: ეროვნულ ნაკრებში ამ ბიჭების გარეშეც მშვენიერი შემადგენლობა იკრიბება.

აბა, ნახეთ: მეკარეები: ლორია და გუგეშაშვილი;

მცველები: კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ტაბიძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, კობახიძე (კიდევ შეიძლება დამატება);

ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ეროვნული ჩემპიონატიდანაც შეიძლება რამდენიმეს დამატება: ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ნაკრებში გიორგი არაბიძე. არ უნდა მივცეთ საშუალება ისევე დაიკარგოს, როგორც სხვა ნიჭიერი ფეხბურთულები დაკარგულან);

თავდასხმა: ბუდუ და ქვილითია (აქაც არის ჩემპიონატიდან დამატების პერსპექტივა).

გასაგებია, რომ ხვიჩა დიდი ძალაა და სხვა ახალგაზრდებიც, მაგრამ მათ გარეშეც ისეთი გუნდი იკრიბება, რომ კვიპროსთანაც და შოტლანდიასთანაც კარგად თამაში შესაძლებელია. მაგალითად, რას დაუწუნებდით ასეთ ძირითად შემადგენლობას: ლორია - კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი- გიორბელიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე - ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე?

არის ვარიანტიც, რომ ხვიჩამ და რამდენიმე ახალგაზრდამ ეროვნულშიც ითამაშოს და მერე შეუერთდეს ახლგაზრდულ გუნდს, მაგრამ ეს ჩემი აზრით, დაუშვებელია. არათუ პირველ თამაშში, არამედ შეკრებაზეც კი ბიჭები ერთად უნდა იყვნენ.

P.S. ის, რომ სარეკლამო ბანერებზე და "კოკა-კოლას“ ბოთლებზე სწორედ ხვიჩა და სხვა ახალგაზრდები გამოსახეს, იმედია, იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაწყვეტილია მათი თამაში ევროპაზე.

P.P.S. სულ დამავიწყდა: ამ ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ხვდება ოლიმპიადაზე. წარმოიდგინეთ, შეიძლება პირველად ითამაშოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე და ამისთვის ფინალში გასვლაც კი არაა საჭირო.“

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

მკითხველის კომენტარები / 83 /
Რამდენი იმედგაცრურბა და რამდენი დაკარგული ქულები გვინახავს. Ეს ათეულობით წლები გრძელდება. Მგონი ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როდესაც პრიორიტეტული ახალგაზრდული უნდა იყოს. Ყველამ უნდა ითამაშს ევროპაზე ვისაც უწევს!
Ტტტ
30 მაისი 2023 17:28
7
კვარას დასვენება სჭირდება. რთული სეზონი ჰქონდა.არაა აუცილებელი ახალგაზრდულში ითამაშოს. სხვებმა მოინდომონ. ყველაზე კარგი საშუალებაა თავის გამოჩენის. ჩემპიონობის რა მოგახსენოთ.
დავით 67
30 მაისი 2023 17:21
7
მარტო კვარაა დაღლილი ? ჩვენი სხვა ფეხბურტელები და მეტოქეებირაა კურორტზე ისვენებდნენ ამ სეზონში ? და კიდევ --ახალგაზრდულში კიდევ უფრო დაიღლება და ძირიოთადში დაისწვენებს ?
zura222
31 მაისი 2023 03:31
4
ხვიჩა დაღლილია მორალურად და ფსიქოლოგიურად.
ძირითად ნაკრებში ითამაშოს კარგად.
დანარჩენ ფეხბურთელებს თუ ექნებათ სურვილი, ითამაშონ ახალგაზრდულ ნაკრებში.
ქ. გ.
30 მაისი 2023 17:09
5
და ძირითად ნაკრებში დაისვენებს ??
zura222
31 მაისი 2023 03:27
2
ჩემი აზრით პლეი ოფიდან გვაქვს შანსი და ჯგუფიდან გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა. აქამდეც საჭირო იყო ამ ბიჭების ახალგაზდულთან შეთამაშება. ევროპის ჩემპიონობის გარდა ოლიმპიადაც მნიშვნელოვანია და იქ გასვლის შანსიც არსებობს. ამიტომ მთელი რესურსი ჩემი აზრით ახალგაზდულისათვის უნდა იყოს მიმართული. ჯგუფიდან ვერ გასვლის შემთხვევაში ფედრაციას დიდი კრიტიკა დაატყდება თუ ახალგაზდულში ამ ბიჭებს არ გამოვიყენებთ და ღირსებიც იქნებიან.
G.LA
30 მაისი 2023 17:04
5
მართალია, ახალგაზრდულში ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს. ევროპაზე ერთა ლიგიდანაც გავალთ და მართლა ისე არ გამოვიდეს, რომ ვერცერთგან ვაერ გავიდეთ!
ბრიყვობაა, რომ კვარამ დასხვა ვარსკვლავებმა ახალგაზრდულზე არ ითამაშონ!
ლაშა
30 მაისი 2023 16:49
6
ვერ მოვუგებთ შოტლანდიას ვერც კვარათი და ვერც უკვაროდ.
კვარამ უნდა ითამაშოს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად!
არც უნდა გამოიძახონ ეროვნულში.
თავად უნდა გამოთქვას სურვილი, რომ ახლგაზრდულში ამ ბიჭებთან ერთად გამოვიდეს.
ნაკლები წნეხი იქნება, მისთვის გავარჯიშებასავით გამოვა, ფორმას არ დაკარგავს, სტადიონები გაივსება, უამრავი დადებითი რამ მოხდება. მინდა რო ამას მიხვდეს თვითონ.
ჩვენც ამ ზაფხულზე ლამაზი სპორტული დღეები გვექნება, კვარას თამაშის ყურება მთელს ჩემპიონატზე მაყურებელს ძალიან გაახარებს.
!!
30 მაისი 2023 16:31
14
ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი, სვანაძის ხელში ჯგუფიდანაც ვერ გავალთ გინდ მარადონა გააცოცხლეთ! ვერ მოამზადა ამ კაცმა გუნდი სათანადოდ!
მწვრთნელი
30 მაისი 2023 15:46
8
მეც 100% ვეთანხმები რომ კვარამ და ბიჭებმა უმჯობესია ახალგაზრდულში ითამაშონ. ჩემის აზრით აქ ბევრად მეტია წარმატების შანსი. გარდა ამისა წარმატების შემთხვევაში ევროპაში გზა ახალგაზრდულის სხვა წევრებსაც შეიძლება გაეხსნათ და პირველ ნაკრებს უახლოეს მომავალშივე შეიძლება კარგი შევსება მიეცეს.
თან წამოიდგინეთ პირველი ნაკრების შესარჩევში წარუმატებლობის შემთხვევაში (რისი ალბათობაც ძალიან დიდია), რამხელა კრიტიკა დაატყდება თავს ფედერაციას და სანილსაც, ახალგაზრდულში რომ გამოგეშვათ ..........
Irakli
30 მაისი 2023 15:33
8
ერთია სურვილი და მეორე რეალობა...რა თქმა უნდა უნდა ინდივიდუალურად ყველა ტალანტია,მაგრამ ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია და შეთამაშება არ ჭირდებათ? ძნელად გაგახსენდებათ,რომ ასე უცებ შეკრებილ გუნდს წარმატებისთვის მიეღწიოს...ან ამხელა მოსამზადებელი ციკლის დროს "ფეხბურთის მამებისგან" არავის გაახსენდა ამ ვარიანტის მოსინჯვა?ეს უფრო ჯგუფში წარუმატებლობის შემთხვევაში წინასწარ თავის დაზღვევას გავს:შეუთამაშებლები ვიყავითო...
სიმართლე
30 მაისი 2023 15:28
3
ჯერ ერთი ხვიჩაც ზურიკოც გაგნიძეც და სხვებიც კარგად იცნობენ ახალგაზრდულის ბიჭებს და ერადაც ბევრჯერ უთამაშიათ და მეორე--ახალგაზრდული ნაკრები ჯერ არ შეკრებილა და რომ შეიკრიბებიან 3 კვირა საკმარისი იქნება თამაშის სტილის და კომბინაციების დასამუშავებლად ოღონდ მწვრთნელის(!) ხელში და არა იმ უვიცი სვანაძის!
zura222
31 მაისი 2023 03:21
0
სტატიის ავტორს არცთუ მცირე ფაქტორი გამორჩა ან შეიძლება არ იცის,თუ კიდევ რატომ უნდა ითამაშონ მთავარმა ვარსკვლავება ახალგაზრდულში.დიდი ალბათობით შოტლანდიას როგორი შემადგენლობით არ უნდა ეთამაშო წაგებულია,მაგათი ესპანეთთან თამაშის შემხედვარე.ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ არც ქეცბაიას გაუჭირდება ჩვენი დამარცხება,რადგან ერთი გამარჯვება მაინც ხომ უნდა მოიპოვოს გუნდთან ერთად.სხვა შემთხვევაში გააათავისუფლებენ შესარჩევში წარუმატებლობის გამო ლფ ვისთან თუ არა ჩვენ.ახლა მივადექი მთავარს,რომ ევროპაზე წარმატების შემთხვევაში პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობაცაა შესაძლებელი.კითხეთ ინდივიდუალური სახეობების სპორტსმენებს,თუ რა ძალისხმევა ჭირდებათ ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად და რამხელა ფორუმია ოლმპიადა.აღარაფერს ვამბობ ქვვეყნის პოპულარიზაციაზე გუნდურ სახეობებში მონაწილეობაზეც კი და ასევე ჩვენი ემიგრანტებისთვისაცთუ რამხელა სტიმული იქნებოდა იქვე ეგულშემატკივრათ ქართველებისათვის.
იმედა
30 მაისი 2023 15:18
22
შენნაირი გულშემატკივარი ღმერთმა უმრავლოს... ჩვენ მეტოქეებს.. (სულ რო 100 პროცენტით შანსი არ გვქონდეს ეგ როგორ უნდა დაწერო ეროვნულ ნაკრებზე წავაგებთო)
იმედას
30 მაისი 2023 20:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული