ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

AutoSharing Option
21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. დიდი მოლოდინია შემადგენლობებთან დაკავშირებით. ამ ამბავს სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესოდ ეხმაურება:

"მოკლედ, მოახლოვდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მალე გუნდებმა შემადგენლობები უნდა გამოაცხადონ და ისევ აქტუალური გახდა კითხვა, ხვიჩამ და სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ივნისში სად უნდა ითამაშონ - ევროპის ჩემპიონატზე თუ ეროვნულ ნაკრებში? (მოგეხსნებათ, ეროვნულის ორი მნიშვნელოვანი თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასაწისს ემთხვევა).

ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი გულშემატკივრის აზრია, რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერია და ყველა იმ ფეხბურთელმა,
ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს (ხვიჩას და სხვებს კი აქვთ, რადგან დაშვებულია მათი თამაში, ვინც ამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებისას იყო 21 წლის), სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.

არგუმენტი მარტივია,: ასეთი შანსი ჩვენ კიდევ შეიძლება ასი წელი არ გვქონდეს.

აქ არ ვსაუბრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსზე (კარგი თაობა წამოვიდა, პლუს "ერთა ლიგის" გათამაშება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრებიც მოხვდება ევროპაზე და მერე მსოფლიოზეც), ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსზე.

გაგიკვირდათ, საიდან ასეთი ამბიცია? ჯერ ერთი, ფეხბურთში ამბიცია თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა; მეორეც,, ეს ახლგაზრდული ჩემპიონატია და იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს; მესამე, სახლში ვთამაშობთ და მეოთხე: გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ევროპაზე თამაშის საშულება აქვთ და დამისაბუთეთ, რატომ არ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება თუ არა, ფინალში გასვლა მაინც?

შეხედეთ შემადგენლობას და მითხარით, ვისზე ნაკლები გამოდის: იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის "ლიგა 2“-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ამავე "ლიგა 2“-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, უკრაინის ჩემპიონი, სერბეთის ჩემპიონი...

ამას დაუმატეთ საშინაო კედლები. კიდევ როდის მოხდება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს?

როდესაც მოგების შანსზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოგებაში ვარ დარწმუნებული. ამაში დარწმუნებული თუნდაც იმიტომ ვერ ვიქნებით, რომ სხვებსაც არანაკლები ვარსკვლავები ჰყავთ და პლუს, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია), მაგრამ ამ ჯგუფიდან თუ გავედით, მერეც არ ვიქნებით ფავორიტები? ამ ჯგუფიდან თუ გავედით, შეიძლება მართლა მოვიგოთ.

თუმცა რომც ვერ მოვიგოთ და ფინალში ვითამაშოთ, ეს განა დიდი ამბავი არ იქნება?

მესმის, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდული ჩემპიონატია და რომ ეროვნული ნაკრები სულ სხვაა, რომ ის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ შეიძლება ისეც მოხდეს: ხვიჩას და სხვების გარეშე ეროვნულმა წააგოს, ვერც ახალგაზრდულმა მიაღწიოს რამეს და საბოლოოდ ხელში არაფერი შეგვრჩეს. კიდევ ბევრი არგუმენტი მესმის, მაგრამ ცუდზე და წაგებაზე ფიქრით წარმატებისთვის ვის მიუღწევია? თან ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე მოხვედრის შანსი უფრო "ერთა ლიგიდან" აქვს, ვიდრე ამ შესარჩევიდან და კიდევ: ეროვნულ ნაკრებში ამ ბიჭების გარეშეც მშვენიერი შემადგენლობა იკრიბება.

აბა, ნახეთ: მეკარეები: ლორია და გუგეშაშვილი;

მცველები: კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ტაბიძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, კობახიძე (კიდევ შეიძლება დამატება);

ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ეროვნული ჩემპიონატიდანაც შეიძლება რამდენიმეს დამატება: ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ნაკრებში გიორგი არაბიძე. არ უნდა მივცეთ საშუალება ისევე დაიკარგოს, როგორც სხვა ნიჭიერი ფეხბურთულები დაკარგულან);

თავდასხმა: ბუდუ და ქვილითია (აქაც არის ჩემპიონატიდან დამატების პერსპექტივა).

გასაგებია, რომ ხვიჩა დიდი ძალაა და სხვა ახალგაზრდებიც, მაგრამ მათ გარეშეც ისეთი გუნდი იკრიბება, რომ კვიპროსთანაც და შოტლანდიასთანაც კარგად თამაში შესაძლებელია. მაგალითად, რას დაუწუნებდით ასეთ ძირითად შემადგენლობას: ლორია - კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი- გიორბელიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე - ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე?

არის ვარიანტიც, რომ ხვიჩამ და რამდენიმე ახალგაზრდამ ეროვნულშიც ითამაშოს და მერე შეუერთდეს ახლგაზრდულ გუნდს, მაგრამ ეს ჩემი აზრით, დაუშვებელია. არათუ პირველ თამაშში, არამედ შეკრებაზეც კი ბიჭები ერთად უნდა იყვნენ.

P.S. ის, რომ სარეკლამო ბანერებზე და "კოკა-კოლას“ ბოთლებზე სწორედ ხვიჩა და სხვა ახალგაზრდები გამოსახეს, იმედია, იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაწყვეტილია მათი თამაში ევროპაზე.

P.P.S. სულ დამავიწყდა: ამ ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ხვდება ოლიმპიადაზე. წარმოიდგინეთ, შეიძლება პირველად ითამაშოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე და ამისთვის ფინალში გასვლაც კი არაა საჭირო.“

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

მკითხველის კომენტარები / 83 /
მეტრეველმა "პოლიტიკასავეთ კარგად იცის" ფეხბურთი, იმენნა ერკვევა ტიპი.
sss 21
31 მაისი 2023 04:39
4
ზურაბ რატომ დასუსტდება გუნდი ამ ფეხბურთელებს რომ დაიმატებს რატომ ვერ ვხვდები ძამიკო და თუ შეიძლება რომ მითხრა ზურად მეგობრულად გეუბნები მართლა ძალიან მაინტერესებს
კაკაო
31 მაისი 2023 04:04
2
Aე3იძლება ბევრმა თქვას რომ დაგვიანებულია მწვრთნელის შეცვლა იმიტომ რომ თცეზე ნაკლები დარჩაო და რაღაც ვარიანტში მართლებიც იქნებიან (და ეს მთლიანად ფედერაციის ბრალია @) მაგრამ ჯერ ერთი სვანეძე გინდ ყოფილა გინდა არა ! კაცს არანაირი ტაქტიკა და აზროვნება არა აქვს და ეს ბევრჯერ ვნახეთ რასაც თამაშობდა ჩვენი ახალდაზრდული @ და მეორეც-ისტორიას ბევრი მაგალითი ახსოვს რომ ჩემპიონატამდე 1 კვირით და 2-3 დღით ადრეც შეუცვლიათ მწვრთნელები და იმ გუნდებს წარემატებებისთვის მიუღწევიათ !
zura222
31 მაისი 2023 03:11
7
ჯონი ხარ ტომი ხარ თუ ჯერი მამაშენი ბოდიალობს გასაგებია ? @@
zura222
31 მაისი 2023 17:44
0
რას ბოდიალობ
ეს უკვე ზღაპარია
ჯონი
31 მაისი 2023 09:57
3
არანაირი შანსი არ გვაქვს სამეულის კი არა ჯგუფიდან გასვლის თუ იმ უცოდინარ სვანაძეს არ მოვიშორებთ @ არადა დრო გადის და კიდევაა შანსი წესიერი მწვრთნელი დაინიშნოს და დრო ქონდეს გუნდთან მუშაობის ! თუ სვანაძეს დატოვებენ ხვიჩაც მიქაუტაძეც ზურიკოც და სხვებიც უნდა გაუშვან პირველ ნაკრებში ი9მიტომ რომ ახალგაზრდულშიც ვერაფერს მიაღწევენ და პირველი ნაკრებიც დასუსტდება უმაგათოდ !
zura222
31 მაისი 2023 02:48
7
100% შანსი გვაქვს, თუ ჩვენები, თერთმეტივე ტანკით შევარდებიან, ისინი კი, ((მხოლოდ ტრუსებით თამაში შეიძლება?)) მაიკის ჩაცმა თუ ვაცალეთ, შიგნით კარტონს ჩაიდებენ და. , სხვაგვარად ვერ წაგებას ვერ გადაურჩებიან,..
კ ო მ ბ ლ ე
31 მაისი 2023 01:41
11
Tu ramis pretenzia gvqonda kvalificiuri mwvrtnelze unda chaebarebiat axalgazrdulis nakrebi.kvaracxelia da miqautaze ver ushvelis umwvrtnelo nakrebs.
Gio
31 მაისი 2023 00:36
2
ამ კაცს რო მოუსმინოთ შემდეგი ნაბიჯი იქნება
ხვიჩა ხოკეის ან კალათბურთის ნაკრებში...
ხვიჩა არ არის ახალგაზრდულის დონე ,გადაიზარდა და დავანებოთ თავი!!
ხვიჩა არის ქართული ფეხბურთის გალაკტიკა!!!
ჯონი
31 მაისი 2023 00:09
14
რას ბოდიალობ @@
zura222
31 მაისი 2023 03:02
6
ამ ტურნირის გამოყენება უნდა მოხდეს ცივსისხლიანად, გონივრულად და პრაგმატიზმით. რა არის ამ ტურნის დანიშნულება ჩვენთვის? 1. ღირსეულად წარმოჩენა 2. უნიკალური შანსის გამოყენება რომ ის გარემო რაც არის შექმნილი ხვიჩას დამსახურებით გამოყენებული იქნას სხვა ფეხბურთელების მხრიდან და მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს სკაუტების ყურადღების მიქცევა... უნდა ითამაშოს თუ არა ხვიჩამ და მამარდამ? რათქმა უნდა არა, მამარდას და კვარას ძაან დიდი ბონუსები მოაქვს ქართული ფეხბურთისთვის და ფეხბურთელებისთვის და ჭუკის ჭკუით ისე ნუ იზამთ რომ ამათი საქმეც გააფუჭოთ და სხვისიც... ფეხბურთი არის სისტემური სპორტი, უბანში ხომ არ თამაშობ, მამარდა და კვარა ვერ მოგაგებინებენ ევროპას... ვინ უნდა ითამაშოს? უნდა ითამაშოს ზუკამ, წიტამ, აზაროვმა, იმ ბიჭებმა რომლებსაც ჭირდებათ უკეთეს გუნდში მოხვედრა, ამის გარდა ძაან დიდი უმადურობა და უსამართლობა გვერდზე გაწიო ის ბიჭები რომლებიც მწვრთნელთან ერთად ემზადებოდნენ ამ ტურნირისთვის ბევრად უკეთ ესმით ერთმანეთის და ბევრად უკეთ არიან შეთამაშებულები. ეს ტურნირი არის მათვის. კვრამ თუ ითამაშა, მოიგებს გუნდი კვარას დამსახურებაა, წააგებს გუნდი კვარას დამსახურებაა, კვარას ჩრდილში მოექცევა მთელი გუნდი, ამიტომ პირველ რიგში ეს ტურნირი უნდა გამოყენებულ იქნას ამ ბიჭების უკეთესი მომავლისთვის რომელიც შემდეგ გამოადგება ნაკრებსაც... ვინც გარწმუნებთ რომ 21 წლამდელებს იგებს სადაც მხოლოდ იმის გამო იმყოფები რომ მასპინძელი ხარ გარტყმაში არ არის ფეხბურთან ამიტომ შეეშვით ამ ხალხის სისულელეების ტირაჟირებას. მამარდა ზის ტრანსფერზე, სად ეძახით, რას ეძახით ვერ ხართ ვერა და ეს ყველა ნაკრები არსებობს ძირითადი ნაკრებისთვის და ძირითადი ნაკრების დაკიდება ნამეტანი პატრიოტიზმია. ზუკამაც და წიტამაც არ უნდა ითამაშოს წესით მაგრამ მათ რომ ჭირდებათ სკაუტების ყურადღება მაგიტომაც ვწირავ მაგათ 21-თვის. გოჩოლეიშვილმა უნდა ითამაშოს, კი ბატონო. ირეალიზმი არის ის რომ ვიგებთ 21 წლამდელებს და ამ ირეალიზმის გამო სხვა ფეხბურთელებს რომლებსაც ჭირდებათ ყურადღება გვერდზე ვწევთ და ვაკარგინებთ პერსპექტივას.
dato
30 მაისი 2023 23:47
5
კვარაცხელია ისე გადავიდა ბათუმიდან ნაპოლში რომ ფაქტიურად არ დაუსვენია...არც წელს დაისვენოს?!.. ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ნაკრები, ახლა ოცდაერთიანები ვათამაშოთ, მერე ძირითადი ნაკრების ევროპა, მერე ერთა ლიგა, მერე ისევ ნაპოლი და ჩემპიონთა ლიგა... ისე, კალათბურთსაც კარგად თამაშობს და მსოფლიო ჩემპიონატზე ხო არ მოგვესინჯა?!.
ქუთაისი
30 მაისი 2023 23:39
8
ლონდარიძეს მაინც აჯობებდა.
ინტრიგანი პაპა
31 მაისი 2023 07:05
3
ეს ყველაფერჩიკი ფეხბურთის მცოდნეც ყოფილა
oto
30 მაისი 2023 23:06
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული