ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

AutoSharing Option
21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. დიდი მოლოდინია შემადგენლობებთან დაკავშირებით. ამ ამბავს სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესოდ ეხმაურება:

"მოკლედ, მოახლოვდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მალე გუნდებმა შემადგენლობები უნდა გამოაცხადონ და ისევ აქტუალური გახდა კითხვა, ხვიჩამ და სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ივნისში სად უნდა ითამაშონ - ევროპის ჩემპიონატზე თუ ეროვნულ ნაკრებში? (მოგეხსნებათ, ეროვნულის ორი მნიშვნელოვანი თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასაწისს ემთხვევა).

ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი გულშემატკივრის აზრია, რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერია და ყველა იმ ფეხბურთელმა,
ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს (ხვიჩას და სხვებს კი აქვთ, რადგან დაშვებულია მათი თამაში, ვინც ამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებისას იყო 21 წლის), სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.

არგუმენტი მარტივია,: ასეთი შანსი ჩვენ კიდევ შეიძლება ასი წელი არ გვქონდეს.

აქ არ ვსაუბრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსზე (კარგი თაობა წამოვიდა, პლუს "ერთა ლიგის" გათამაშება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრებიც მოხვდება ევროპაზე და მერე მსოფლიოზეც), ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსზე.

გაგიკვირდათ, საიდან ასეთი ამბიცია? ჯერ ერთი, ფეხბურთში ამბიცია თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა; მეორეც,, ეს ახლგაზრდული ჩემპიონატია და იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს; მესამე, სახლში ვთამაშობთ და მეოთხე: გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ევროპაზე თამაშის საშულება აქვთ და დამისაბუთეთ, რატომ არ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება თუ არა, ფინალში გასვლა მაინც?

შეხედეთ შემადგენლობას და მითხარით, ვისზე ნაკლები გამოდის: იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის "ლიგა 2“-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ამავე "ლიგა 2“-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, უკრაინის ჩემპიონი, სერბეთის ჩემპიონი...

ამას დაუმატეთ საშინაო კედლები. კიდევ როდის მოხდება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს?

როდესაც მოგების შანსზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოგებაში ვარ დარწმუნებული. ამაში დარწმუნებული თუნდაც იმიტომ ვერ ვიქნებით, რომ სხვებსაც არანაკლები ვარსკვლავები ჰყავთ და პლუს, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია), მაგრამ ამ ჯგუფიდან თუ გავედით, მერეც არ ვიქნებით ფავორიტები? ამ ჯგუფიდან თუ გავედით, შეიძლება მართლა მოვიგოთ.

თუმცა რომც ვერ მოვიგოთ და ფინალში ვითამაშოთ, ეს განა დიდი ამბავი არ იქნება?

მესმის, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდული ჩემპიონატია და რომ ეროვნული ნაკრები სულ სხვაა, რომ ის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ შეიძლება ისეც მოხდეს: ხვიჩას და სხვების გარეშე ეროვნულმა წააგოს, ვერც ახალგაზრდულმა მიაღწიოს რამეს და საბოლოოდ ხელში არაფერი შეგვრჩეს. კიდევ ბევრი არგუმენტი მესმის, მაგრამ ცუდზე და წაგებაზე ფიქრით წარმატებისთვის ვის მიუღწევია? თან ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე მოხვედრის შანსი უფრო "ერთა ლიგიდან" აქვს, ვიდრე ამ შესარჩევიდან და კიდევ: ეროვნულ ნაკრებში ამ ბიჭების გარეშეც მშვენიერი შემადგენლობა იკრიბება.

აბა, ნახეთ: მეკარეები: ლორია და გუგეშაშვილი;

მცველები: კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ტაბიძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, კობახიძე (კიდევ შეიძლება დამატება);

ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ეროვნული ჩემპიონატიდანაც შეიძლება რამდენიმეს დამატება: ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ნაკრებში გიორგი არაბიძე. არ უნდა მივცეთ საშუალება ისევე დაიკარგოს, როგორც სხვა ნიჭიერი ფეხბურთულები დაკარგულან);

თავდასხმა: ბუდუ და ქვილითია (აქაც არის ჩემპიონატიდან დამატების პერსპექტივა).

გასაგებია, რომ ხვიჩა დიდი ძალაა და სხვა ახალგაზრდებიც, მაგრამ მათ გარეშეც ისეთი გუნდი იკრიბება, რომ კვიპროსთანაც და შოტლანდიასთანაც კარგად თამაში შესაძლებელია. მაგალითად, რას დაუწუნებდით ასეთ ძირითად შემადგენლობას: ლორია - კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი- გიორბელიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე - ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე?

არის ვარიანტიც, რომ ხვიჩამ და რამდენიმე ახალგაზრდამ ეროვნულშიც ითამაშოს და მერე შეუერთდეს ახლგაზრდულ გუნდს, მაგრამ ეს ჩემი აზრით, დაუშვებელია. არათუ პირველ თამაშში, არამედ შეკრებაზეც კი ბიჭები ერთად უნდა იყვნენ.

P.S. ის, რომ სარეკლამო ბანერებზე და "კოკა-კოლას“ ბოთლებზე სწორედ ხვიჩა და სხვა ახალგაზრდები გამოსახეს, იმედია, იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაწყვეტილია მათი თამაში ევროპაზე.

P.P.S. სულ დამავიწყდა: ამ ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ხვდება ოლიმპიადაზე. წარმოიდგინეთ, შეიძლება პირველად ითამაშოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე და ამისთვის ფინალში გასვლაც კი არაა საჭირო.“

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

მკითხველის კომენტარები / 83 /
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიქაუტაძე გვჭირდება ყველაზე მეტად,მაგრამ მთავარ ნაკრებსაც სჭირდება, ყველაზე კარგ ფორმაში მიქაუტაძეა!!!!
ირაკლი
30 მაისი 2023 19:22
1
შანსი უ21 მოთამაშეებმაც დაიმსახურეს იქნებ გამოჩდეს კიდე ვინმე ტალანტი და გადავიდეს ტოპ ლიგაში კვერნაძესააქ შანსი სიგუას უამრავა ტალანტია.ნაკრებსაც შანსიაქ რატო არააქ რაიცი იქნებ გავარდეს და მოვიგოთ ორივე
beqa
30 მაისი 2023 19:10
4
არ გეთანხმები ბატონო მერაბ, ბოდიში, მაგრამ, როგორც პოლიტიკაში
იყავი მაგარი, ისეთი ბრძანდებით ფეხბურთში, ხვიჩამ არ უნდა ითამაშოს, სხვამ. რომელიმემ შეიძლება, მაგრამ ხვიჩამ არა, ის ახლა წლოვანებით არა მაგრამ თამაშით გადაზრდილია ახალგაზრდულისთვის
პატრიოტი
30 მაისი 2023 18:49
21
ყველაფერში გეთანხმები მერაბ!!! კარგია რომ ვიღაცამ მაინც წამოიწყო ამაზე საუბარი.
თუ ნახავთ ბილეთები რა ცოტა რაოდენობით არის გაყიდული (თუნდაც საქართველოს თამაშებზე) გაოცდებით. ამის მიზეზი ის არის რომ გულშემატკივარმა ჯერ არ იცის რა შემადგენლობით იქნება 21 წლანდელთა ნაკრები.
დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოცხადდება, რომ მამარდაშვილი, საზანოვი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია და მიქაუტაძე ითამაშებენ ანშლაგი გარანტირებული იქნება.
არ თქვათ, რომ ამ შემადგენლობას შეთამაშება გაუჭირდება.
ამათ დამატებული: ივა გელაშვილი, საბა ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი,ხორხელი, კვერნაძე, მამაგეიშვილები, გაგუა, გულიაშვილი და კიდევ რამოდენიმე პერსპეკტიული ახალგაზრდა.
მაგარი ნაკრები შეიკვრება და კარგი შანსიც გვექნება საპიზოზე გავიწიოთ.
ყველამ ერთხმად უნდა მოვითხოვოთ ფედერაციისგან რომ ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.


კობი 74
30 მაისი 2023 18:33
11
სხვა თუ არაფერი შეთამაშდებიან და მომავლის ბირთვი შეიკვრება დღევანდელი ეროვნულის ძირითადიდან მომდევნო ციკლში ნახევარიც აღარ იქნება.
w
30 მაისი 2023 18:13
3
21წლიანთა ნაკრებში 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს შეუძლიათ! ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი!ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია,დიდი შანსი გვაქვს.წარმოგიდგენიათ,22 -23 წლის ბიჭების თამაში სხვა დროს არ შეგვეძლება.თან რა ბიჭები გვყავს!
რეზო
30 მაისი 2023 18:02
8
აბსურდზე წერა და მერე კიდე ამაზე კომენტარების კეთება ნეტა არ გეზარებათ?
უვიცი
30 მაისი 2023 18:00
10
მე კი მოვუწოდებ ხვიჩას,ზურიკოს,მამარდას და სხვებსაც,რომ თუ შესაძლებელია ორივეგან თამაში,ითამაშონ,ენერგიით სავსეები არიან და მჯერა რომ გაქაჩავენ,მჯერა რომ ღირსეულადაც გამოვლენ და გაგვახარებენ!ახლა ჯერი მათზეა,შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან,პატივისცემა ჩვენ ლომებს!!!
ზაზა
30 მაისი 2023 17:54
9
გადაწყვეტილების მიღებაა ძნელი. შეიძლება ფიასკო განიცადოს, ან ერთმა, ან მეორე გუნდმა და ყიჟინას ატეხავს ჩასაფრებული ხალხი. მე მივესალმები ორივე ვარიანტს.
მერაბს მადლობა, რომ უფიქრია და გაგვანდო თავისი აზრი.
100%
30 მაისი 2023 17:52
3
მამფორია
კოტე
30 მაისი 2023 17:30
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული