ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპირველობაზე მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.

"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა გუშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ", - წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 41 /
კონტრაქტს არავინ გაუფორმებს ტრამვირვებულ ფეხბურთელს ე.ი. ხვიჩასაც და გიორგისაც შემოთავაზებები აქვთ სერიოზული კლუბების ან ამიტომაც იძულებულები არიან ამ მომენტისთვის უარი თქვან ახალგაზრდულში ითამაშონ.
კახა
15 ივნისი 2023 19:23
17
ცუდია,კვარაზე მეტად მიქაუტაძეს მინდოდა ეთამაშა!!!!!
ბექა
15 ივნისი 2023 18:01
3
ვერ კი არა, არ დეხმარება და ძალიანაც სწორი თუ არ დაეხმარება.
Semi
15 ივნისი 2023 18:05
12
მიქაუტაძუსგან არც გამკვირვებია, არც არასდროს უთამაშია ახალგაზრდულში და არც ბოლომდე ქართველია ჩემი აზრით ნაკრები კლუბივითაა მაგისთვის.აი ხვიჩასგან ნამდვილად არ ველოდებოდი ესეთ საქციელს, ესეთი შანსი რავიცი ალბათ აღარც არასდროს გვექნება
ლაშა
16 ივნისი 2023 10:12
7
არ ველოდი ხვიჩასგან.... არ მოიქცა კარგად.... ყველა გადაღლილია.... ნამდვილად ასეა....
Guja
17 ივნისი 2023 22:31
3
Kvaras ro landzgavt xom samarcxvinoa mahram axsnadi(dzalian tu moindomeb)ai miqautadzes axalgazrdukshi arc ki utamashia magaliatad guliashvili rom amoegdo ar gagitydeboda shen???yvelas rom lanzgav???shetamasheba xo. Unda nakrebs
L.J .
15 ივნისი 2023 21:11
10
ახალგაზრდები თუ არ წამოიზრდნენ, ეროვნულს ვინ შეავსებს ?
აგდებული საუბარი ახალგაზრდულ ნაკრებზე ყოვლად მიუღებელია.
ზაქრო
16 ივნისი 2023 11:36
3
საქართველოს ნაკრებს 0 ქულა ექნება ჯგუფში. მაქსიმუმ ბელგიას გაუგორონ ფრე. მაგრამ არა მგონია. 5-7 გოლს გაუშვებს ჯგუფში.დაიმახსოვრეთ.
დავით 67
16 ივნისი 2023 06:03
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული