ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპირველობაზე მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.

"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა გუშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ", - წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ადამიანები არიან , ბოლო ბოლო და ისე რო ვთქვათ, პატარები არიან , ამხელა ემოციურად , ფიზიკურად, ადაპტაციის მხრივ, ამხელა ყურადღება მთელი მსოფლიოს მხრიდან, და კიდევ არის ოჯახი, მიუხედავად ამისა ეგრევე ჩამოვიდნენ ბიჭები და ამხელა შეკრებაზე შეგროვდნენ , ვარჯიშობენ მთელი ჯიგარით და გამოვლენ მთელი ჯიგარითვე , რაღა ქნან... მადლობა მათ
იეა
15 ივნისი 2023 18:16
11
შემდეგი ვინაა?დავითაშვილი,აზაროვი?არადა ჩემპიონობას წინასწარმეტყველებდნენ ისეთი გუნდი გვყავსო.კვარა,მიქაუტაძე,დავითაშვილი,მამარდა,აზაროვი გაყიდულები არიან სხვადასხვა გუნდებში და აქაურ ფეხბურთის მამებს თავიანთი ჩაჯენილები რო ყავთ ნაკრებში ხო უნდა გაიყიდონ ისინიც და იგრძნეს ეს ამ ბიჭებმა და ზრდილობიანად გვერდზე გაიწივნენ ნამუსზე აგდებით,თქვენ კარგად ხართ გუნდებში და ბიჭებსაც მოვუწყოთ მომავალიო.ესაა და ეს თორე გულით და სულით უნდოდათ მონაწილეობა.
გულშემატკივარი
15 ივნისი 2023 18:13
10
იქნებ ვინმემ მითხრათ ნორმალურად და არგუმენტირებულად თუ მე ვცდები.
ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან რომ ტარდება რით არის კარგი თუ ის ძაან მაგარი შემადგენლობა რაც გვყავს არ ვათამაშეთ?
არამც და არამც ამ ბიჭებს არ ვადანაშაულებ არც ერთი წამით.
ხომ შეიძლებოდა ისე დაგეგმილიყო ყველაფერი რომ პრიორიტეტი ყოფილიყო თავიდანვე გამოკვეთილი.
თუ პრიორიტეტი პირველი ნაკრებია კი ბატონო, მაგრამ აქეთაც ხომ კარგი შანსი იყო ოთხეულის და შესაბამისად ოლიმპიადის?
კარგია გარემონტებული სტადიონები ძაან,მაგრამ ამის მეტი ხომ არაფერი დარჩება ქვეყანას ამ ევროპიდან?
შედეგია მთავარი რომელიც ასახელებდა საქართველოს და რისი შანსიც იყო და არა ინფრასტრუქტურა.
Lobotka
15 ივნისი 2023 18:08
5
ხვიჩას მერე ჟორჟიაც დაიღალა! ახლა ჯერი მამარდაშვილზეა, მან ხომ ყველა თამაში ითამაშა ლა ლიგაში! რა თავისტკივილი მოეხსნათ შოტლანდიას და ბელგიას ხვიჩას და ჟორჟიას არ ყოფნით!
მწვრთნელი
15 ივნისი 2023 18:06
8
ვერ კი არა, არ დეხმარება და ძალიანაც სწორი თუ არ დაეხმარება.
Semi
15 ივნისი 2023 18:05
12
ცუდია,კვარაზე მეტად მიქაუტაძეს მინდოდა ეთამაშა!!!!!
ბექა
15 ივნისი 2023 18:01
3
თავიდანვე არ უნდა შეეყვანათ განაცხადში(მიქაუტაძე, კვარა, ზურიკო) რომ უხერხულობა და გაურკვევლობა არ ყოფილიყო.
დანარჩენ ახალგაზრდებს უნდა მიეცეს საშუალება თავის წარმოჩენის, რომ ნორმალური კლუბების ინტერესი გაჩნდეს.
✌️
15 ივნისი 2023 17:57
4
ჩამოვიდნენ სანაკრებო შეკრებაზე,მწვრთნელებმა ნახეს, ვინ როგორ მდგომარეობაშია და როგორც უკეთესად ჩათვალეს,ისე გადაწყვიტეს.ნაკრებში სხვა ბიჭებიც არიან,ვისზეც აქამდე იდგა ეს ნაკრები და ახლაც მათ სჭირდებათ ხელის შეწყობა,ევროპისაკენ გზის გაკვალვა.ისინი საკმაოდ კარგად თამაშობდნენ და შანსს იმსახურებენ.ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატებში,ერთხელ ყატარიც კი გახდა,მსოფლიოს ჩემპიონი და რა?პერსპექტიული ფეხბურთელები უნდა დააწინაუროს,ამ ტურნირმა და მამარდას,ხვიჩას ,ან მიქაუტაძეს,რაღა დაწინაურება და გამოჩენა სჭირდებათ?ისედაც მთელი მსოფლიო მაგათზე ლაპარაკობს.აი სხვებისათვის კი,ეს შანსია და ყველას ვუსურვებ,გამოიყენოს.ლუკა გაგნიძეს,საზონოვს,აზაროვს,გულიაშვილს,საქართველოში მოთამაშე ბიჭებს,ნაკრების ყოველ წევრს,გვალვაში წყალივით სჭირდებათ,ევროპაში გაღწევა.ეს არის მთავარი მიზანი!
სოსო
15 ივნისი 2023 19:39
3
კიდევ ერთი ძაან გადახლილი. სასაცილოა უბრალოდ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15 ივნისი 2023 17:54
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული