როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი. მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.
პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)
საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)
ბიჭებს და მწვრთნელებს მინდა ვუთხრა, რომ ეს შანსი შეიძლება, ქართველების უმეტესობას აღარ ჰქონდეს და სუყველას გთხოვთ კარგად გამოიყენოთ.
მე პირადად მომეწონა ჩვენი ცენტრალური თავდამსხმელი, რომელმაც გოლი გაიტანა, არა გოლისთვის არამედ მანამდე მოძრაობისთვის, იცის ბიჭმა. ეტყობა კარგ სკოლას გადის.
რაც შეეხება ჩვენს ბრილიანტს და მკვლელს, როგორც მათ ეძახიან და მეც ვუერთდები, პირველმა მოიგო სერია ა და მეორემ მხრებით ზიდა ,,მეცი,,.ერთი იტალიის და მეორე საფრანგეთის (2) საუკეთესო ფეხბურთელია.
მე ყველა ფეხბურთელი მომეწონა, მაგრამ რატომ გამოვყავით თავდამსხმელი, გეტყვით: ხვიჩას და ჟორჟს, რომ ეთამაშათ, არსებობს ალბათობა ვერ გამოჩენილიყო თვითონ, რაც მე პირადად დანაშაულის ტოლფასად მიმაჩნია, მის მიმართ.
ჩემი ბებერი გული გენაცვალეთ, ყველა ქართველს და საქართველოს.
ამ თამაშის ფონზე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ თამაშს იგებს მწვრთნელი.
ახალგაზრდულ გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი განსხვავებით ძირითადი ნაკრებისაგან.
ამიტომ ამ ეტაპზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების კრიტიკის ნაცვლად (რაც არ უნდა ცუდად თამაშობდნენ) სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ ვილი სანიოლის გაშვება.
ეროვნული ნაკრების ბიჭები იმსახურებენ ტაქტიკურად განსწავლულ მოაზროვნე მწვრთნელს და არა უაზრო და უშინაარსო საფეხბურთო აზრონების სანიოლს.