როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი. მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.
პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)
საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)
გაგუაზე ვიტყოდი-პირველ ნაკრებში დაუძახებენ ალბათ მალე და ისედაც-ბევრი დაწინაურდება პირველ ნაკრებში.
როცა ასეთი ბიჭები მოდიან რაის ქვილითაია-კვეკვე-აბუ-კაშია(მადლობა მაგათ იმისთვის რაც აქამდე გაიღეს)
ამ ბიჭებსვე ერთი რო დაუცდებათ პატარაზე ფეხი, გინებას დაუწყებთ ეჭვიც არ მეპარება . . .
მადლობა როგორც ახალგაზრდულს, ასევე ეროვნულს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ ორი თამაში წააგეს და თითმის ყველა თამასი მოიგეს.
გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, წყალბურთი იყო და ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მარტო იმ ფაქტითაც, რომ გოლის გაშვების მერე მაშინვე შეაჩერა თამაში (როცა მანამდე უნდა შეეჩერებინათ ! ).
დიდი მადლობა კვარას ყველაფრისთვის რაც გააკეთა. კი გულდასაწყვეტია კვარა და მიქა, რომ არ იქნებიან, მაგრამ გუნდური თამაშისა და შედეგებისთვის ალბათ ესეც აჯობებდა. (დაიწყებდნენ მარტო კვარა-მიქაზე გუნდის აწყობას და შეიძლება უარესი შედეგი მოეტანა).
წარმატებები ჩვენ 21 წლამდელებს ამ ევროზე, იქნებ სამეულში მოვახერხოთ გასვლა.
ის ბიჭები - ვინც გიშინ გლაზგოში ითამაშა და დღეს თბილისში - საქართველოს სიყვარულში იღლებიან. მამარდა, დავითაშვილი, აზაროვი, გაგნიძე, გოჩო, საზონოვი - თქვენს კაცობას გაუმარჯოს!!!
მერე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენ კვარაცხელიას ღირსები არ ვართ