რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის 2:0 დამარცხების შემდეგ, პრეკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო 3 ქულა, არამედ რწმენის გაძლიერება. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვის ჩამოვიდა. საკუთარი მიზნები გვქონდა, ორკვირიანმა სავარჯიშო პროცესმა შედეგი მოიტანა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება.

გამარჯვებას გუნდურობითა და ერთიანობით მივაღწიეთ. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დავიწყეთ. ბევრი რამ პირველად მოხდა. ის ფეხბურთელები,
რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი შემოგვიერთდნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ. ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ჩვენ სამ მთავარ ფაქტორს ვეფუძნებით - რწმენა, გამოცდილება და ხარისხი.

მომდევნო მატჩში ძირითადი შემადგენლობის შერჩევა თავის ტკივილია, თუმცა ეს ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარცხენა ფლანგზე გაგვიჭირდა და ირაკლი აზაროვის შემოყვანა ამით გახდა განპირობებული. ბელგიელთა დღევანდელ თამაშს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის ისე მოვემზადებით".

გიორგი გაგუა: "სწორი ტატქიკური მიდგომითა და შეხვედრის კარგად დაგეგმვით შედეგს მივაღწიეთ. მადლობა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ეროვნული ნაკრებიდან ამ დილით შემოგვიერთდა.

გუნდურობამ და ერთ ოჯახად ყოფნამ დიდი როლი შეასრულა. ჩვენ დიდი ხანია, რაც ერთად მოვდივართ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
პირველი არხის ოპერატორები!!ხომ შეიძლება უფრო ესტეტიური და ლამაზი კადრები გადაიღოთ??!!უცხოელებიც უყურებენ ამ მატჩებს და სირცხვილია!!!იქნებ უცხოელი კოლეგებისგან გესწავლათ რამე?!
საბა
22 ივნისი 2023 15:32
0
მართლაც! ერთ ღიპიან კაცს არ ააცილეს კამერა ყველას სათითაოდ დასდევდნენ,სირცხვილია!!!!!
საბა-ს
22 ივნისი 2023 16:11
1
თქვე ოჯახაშენებულებო ხო მოგეწონათ გაგუას თამაში, გოლიც გაიტანა, ხოდა 15-20 წუთით შემოსულ ფეხბურთელებს, გოლი ან შემთხვევით გააქვთ, ან მესი უნდა იყო ან მარადონა.
ამიტომ ამოცანა გვეუბნება, რომ ყოფილიყვნენ კვარა და მიქაუტაძე სასტავში სად იქნებოდა გაგუა?, ზაპასში, მერე ნახავდნენ მის და სხვა მგელი ბიჭების თამაშს ის ჩამოსული სკაუტები? არა, ჰოდა აცალეთ ამ ახალგაზრდებსაც კარიერის გაკეთება, ვინ იცის როგორ წავა მაგათი საქმე ამ თამაშების მერე.
და კიდე ერთი ,ჩვენ რო აქედან ვბჭობთ, ვიცით კი შიდა საზარეულოს ამბები რა, როგორ, რა ხდება მანდ,რა გადაწყდა და როგორ, ამიტომ დასაწყისი კარგია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რათქმაუნდა ჩვენს სასარგებლოდ.
მალხაზ ჯობავა
22 ივნისი 2023 15:18
0
ძალიან ძლიერი მწვრთნელია და გაწონასწორებული პიროვნება მატჩისის შემდეგ ძალიან სწორი შეფასება გააკეთა.
და კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელები ნამდვილად გვყავს საქართველოშო
მადლობა ბიჭებს
ფეხბურეთი
22 ივნისი 2023 14:14
13
ძალიან კარგი მწვრთნელია და კარგი პიროვნება, ვიღაცეები ლანძღავდნენ აქ რუსეთი ოკუპანტია რატომ თქვაო და დახშული ტვინებით ნაცობას აბრალებდნენ.
ახლა მაინც ისაუბრეთ ამ ნაკრებზე, დაინახეთ ახალი სახეები, მოიწონეთ, დაიწუნეთ და ილაპარაკეთ ბევრი, ახლა მაინც გაქვთ ახალი საფეხბურთო თემა.
დაანებეთ თავი ხვიჩას დაანებეთ!
ერთ სეზონში ბიჭმა ყველაფერი გააკეთა რაც შეიძლებოდა და რაც არ შეიძლებოდა. ზუსტად ერთი წლის წინ ამ დროს, აქ კომენტარები იწერებოდა გულისამრევი. რომ ხვიჩა ბურთის მომწოდებლად მიჰყავდათ და ცოტა ხანში გაანათხოვრებდნენ სადმე, ახლაც შემხვდა მსგავსი მახინჯი კომენტარები, იმ გაფუჭებული პენლის მერე. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხალხი, სიძულვილით სავსე ხალხი არსად არ წასულა და ისევ აქ ბორგავენ, ჭაობში!
კიდე ბევრჯერ დაამტკიცებს ხვიჩა თქვენს უბადრუკობას, ერთ სეზონში ისე გაგაჩუმათ, ფეხბურთის ყურება გეზიზღებოდათ ყველგან მის სახელს რომ ხედავდით მაგრამ ხანდახან თქვენს უბედურ ცხოვრებასაც გაუღიმებს ბედი, ხვიჩა პენალს ვერ გაიტანს ან თამაში არ წაუვა (წყალში) აი მაშინ კი გაქვთ არეალი თქვენი თავები წარმოაჩინოთ.
ხოდა ახლა მიდით ახალგაზრდულზე გადაერთეთ.
სხვათაშორის რუსეთში მოთამაშე საზანოვი და გაგნიძე (წარმატებები ამ ბავშვებს) არიან ნაკრებში და რაღაც არ მესმის სტვენები და მაისურის შემოხევით დამუქრებები, როგორც ამას ხვიჩას შემთხვევაში აკეთებდით.
ზუსტად იმიტომ აკეთებდით, რომ ყველაზე გამორჩეულის განადგურება გინდოდათ.
იმედია ეს არასდროს გამოგივათ. თუმცა ამ ქვეყანაში ყოველთვის გამოსდიოდათ თქვენნაირებს გამორჩეული ადამიანების განადგურება, თვითმკვლელობამდე მიყვანა ან საერთოდ ქვეყნიდან გაქცევა.
იმედია ამ შემთხვევაში თქვენნაირ ბინძურ და ბოროტ ძალაზე ძლიერი აღმოჩნდება ადრესატი ...
!!
22 ივნისი 2023 12:08
2
ჩათვალეთ,რომ თქვენ პოსტზე,მეც ვაწერ ხელს!
სოსო
22 ივნისი 2023 12:47
1
საზონოვი ძაან მაგარი გვეზრდება.კაი ბიჭები გვყავს ცარიელი სული და გული არიან, ზურიკო, გოჩო რავიცი ყველანი. გაგუა ბევრად უკეთეს კლუბს იმსახურებს. ყველა კარგები არიან.
შაკო
22 ივნისი 2023 12:07
0
არიან ფეხბურთელები, რომლებმაც უფრო მეტი თამაში ჩაატარეს, კლუბშიც ევროტურნირებზეც პირველი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურებიც არიან, მაგრამ თავისი ქვეყნის ახალგაზრდულში თამაშიც არ უყოყმანიათ. მაგალითად სანდრო ტონალი და კიდევ ბევრია, ჩამოთვლას აღარ შევუდგები. შენს ქვეყანაში ტარდება თან ასეთი რა გადაიღალე, რო განაცხადში შეყვანაზეც უარს ამბობ?
შაკო
22 ივნისი 2023 11:39
16
და ჰალანდს რატო არავინ არ ახსენებს ? რატო არავის არ აქვს ჰალანდისადმი პრეტენზიები ? თუ კვარას ჰალანდზე ნაკლებად დატვირთული წელი ქონდა ?
(ჩემი აზრით კვარას უფრო დათვირთული ქონდა -
1) რუბინიდან მოყოლებული ბოლო 2 წელი არ გაჩერებულა
2) დებიუტი ქონდა წელს ტოპ5-ში, რაც უზარმაზარი სტრესია, თანაც როგორი დებიუტი და როგორი სტრესი მითუმეტეს ბოლო თამაშების გამო !
3) ბოლო 10+ თამაშია გოლები/პასები არ მიდის, თორემ თამაშით 90% ყველგან კარგად/ჯიგრულად ითამაშა

2 თუ 3 წელი ვოცნებობდი ლამის ეს ბიჭები ყველანი რომ ყოფილიყვნენ (ისევე როგორც კვარა), მაგრამ კვარასაც და მიქაუტაძესაც ისეთი სეზონები ქონდათ, ახალგაზრდულზე გამოსვლით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიეყენებინათ საკუთარი კარიერისთვის ვიდრე სარგებელი მოეტანათ. (და მაგათი წარმატებული კარიერა ისევე ჩვენივე ეროვნული ნაკრებისთვისაა აუცილებელი).

ალბათ ერთი ტონალია ვინც სტაბილურად თამაშობდა მაღალ დონეზე, მაგრამ დანარჩენი ვინც უ21 ევროზეა ყველას ასე თუ ისე რაღაც აქვს დასამტკიცებელი. (მუდრიკი/დეკეტელაარი - ჩავარდნილი სეზონები).
კვარამ და მიქამ ისეთი სეზონები დადეს, პატარა ჩავარდნა 10მაგად ცუდად გამოჩნდებოდა მაგათი კარიერისთვის (მაგას დაუმატე ტრავმების რისკი + ფსიქოლოგიური გადაღლა + სხვა ბიჭებისთვის შანსის მიცემა (კვარა მიქასთან სხვები უბრალოდ დაიჩრდილებოდნენ . . .);

მოკლედ უამრავი მიზეზია რატო არ უნდა ყოფილიყვნენ და ასევე უამრავი მიზეზია რატო უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა პირველმა გადაწონა, რაც სავსებით ლოგიკურია
nk
22 ივნისი 2023 12:18
3
მარტალია კვარაცხელიას უნდა ეცადა თამაში აუცილებლად ალბათ არ იკადრა პატარებთან თამაში
გოჩა
22 ივნისი 2023 10:31
25
შედეგი უმთავრესია... ჩვენ გავიმარჯვეთ... დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, საღოლ!!! მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა სვანაძეს(დამარცხებული ინგლისიც მახსოვს), ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელია!!!
mamuka09ze
22 ივნისი 2023 09:47
3
კობიაშვილის ბრალია ყველაფერი საძმაკაცოთი რომ გაავსო ფედერაცია.სვანაძე რა მწვრტნელია
მოაშორეთ ნაკრებეს. ,,ასე იტყოდა ნაცი.,,
aaa
22 ივნისი 2023 09:21
7
ძალიან მეწყინა კვარაცხელიას ახალგაზრდულში არ ჩამოსვლა თუ დავითაშვილი გაგნიძე გოჩოლეიშვილი ჩამოვიდნენ მე 2 დღესვე და ითამაშეს კვარაცხელიას რა პრობლემა ქონდა ვერ ვხდები მართლა როცა ამ ბიჭებმაც არანაკლებ რთული სეზონი ჩაატარეს თავიანთ კლუბებში იგივე მამარდაშვილმა მთელი სეზონი ითამაშა ყველა მატჩი თან როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირია ქვეყნისთვის მიქაუტაძისგან იმდენად არ მეწყინა რამდენადაც კვარასგან იმიტომ რომ ახლა მიქაუტაძე მაინც საფრანგეთში დაიბადა გაიზარდა ამ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს არც იცნობს და ექნებოდა შეთამაშების და ადაპტაცის პრობლემა ამ 21 წლამდე ნაკრებში და კვარა რომელიც თამაშობდა ამ ნაკრებში ყველას იცნობს ყველანი მაგის ახლობლები და მეგობრები არიან და იმ ბიჭებიდან მოდის თვითონაც მართლა არ მესმის და მართლა ძაან დამწყდა გული რომ არ შეურთდა ნაკრების როცა სხვა ყველა შეურთდა ვისაც ეკუთვნოდა ასაკით თამაში არ ვგულისხმობ მიქაუტაძეს რადგან მიზეზები ზემოთ დავწერე ძაან საწყენია ჩეთვის და ვთვი რომ არასწორად მოიქცა.
gio
22 ივნისი 2023 01:21
36
ბევრი თვლის ეგრე, მაგრამ კვარა რატომღაც ტაბუდადებული თემაა. თუმცა მგონია, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მარტო კვარას გადაწყვეტილება არ იქნება!
გიოს
22 ივნისი 2023 11:02
1
ნამდვილად საწყენია კვარაცხელიას პოზიცია. მერე რა რომ ძიმე სეზონი ჰქონდა, ნაკრებს ყოველთის ამ დროს აქვს თამასები. ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ამისთანა შანსი კვარას და მთლიანად საქართველოს აღარ ექნება. იცი რომ ჰაერივით ჭირდები შენ ქვეყანას და შენ ჟიუტად უარს ამბობ. ეგ სფეხბურთო ნიჭი საქართველოს საკუთრებაა, შენ უბრალოდ მისი მატარებელი ხარ.
დანარჩენზე შენ გააკეთე ანალიზი.
გია
22 ივნისი 2023 10:57
11
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული