ნიკა გაგნიძე: სერიოზულ ტრავმას გადავურჩი, მაგრამ მარტივი არაა

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ბელგიასთან მატჩისას ტრავმირებულმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი თავისი კლუბის, "დილას" პრესსამსახურთან გაკეთა:

"დავიწყებ იმით, რომ ბევრად სერიოზულ ტრავმას გადავურჩი, მაგრამ არც ეს ტრავმაა მარტივი. სერიოზული მკურნალობა და რეაბილიტაციაა საჭირო. ვადებს რაც შეეხება, დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე ვერ შევძლებ დაბრუნებას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს გამხნევებისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ ხვალინდელ უმნიშვნელოვანეს თამაშზე".

21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა რამაზ სვანაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიკას შესახებ ისაუბრა:

"მიუხედავად
იმისა, რომ ნიკა ევროპის ჩემპიონატზე მოედანზე ვერ დაგვეხმარება, ის ჩვენთან ერთად რჩება. "გაგნო" ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ.

მან თურქეთში სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან იქ არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და დაბრუნდა მშობლიურ კლუბში იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში ყოფილიყო".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიკა შვილო კარგი ბიჭი ხარ მაგრამ შეტევაში მუხრუჭი ხარ ამაზე იმუშავე
გიორგი
18:31 27-06-2023
2
ღმერთმა სულ წარმატებების გზით ატაროს!
მინდია
10:46 27-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული