"მადლობა თითოეულ გულშემატკივარს" - ირაკლი აზაროვი

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებთან (1:1) მატჩის შემდეგ ირაკლი აზაროვმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

"ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისეთი დიდი ემოციაა, როდესაც ქართველები ისტორიას ვწერთ... ვერაფრით ვერ გადმოვცემ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ისეთ მუხტს ვიღებდით მათგან, ერთი მხოლოდ მადლობა მეთქმის.

"დინამო" ფართომასშტაბიანი სტადიონია, 51 000 კაცი ეტევა. რაც უფრო მეტია გულშემატკივარი, მით სასიამოვნოა თამაში ფეხბურთელისთვის".

წყარო: Netgazeti

მკითხველის კომენტარები / 5 /
ცოტა ჯანი უნდა ამ ბიჭს და ბადალი არ ეყოლება.
გოგი
28 ივნისი 2023 18:48
0
ყოჩაღ, ირაკლი. თავდაუზოგავად იმუშავა გუშინწინ დაცვაშიც და თავდასხმაშიც. მისი წვილი თვალშისაცემი იყო ნაკრების საერთო წარმატებაში. მომავალში დიდ წარმატებებს გისურვებ ჩვენი ფეხბურთის სასახელოდ!
გიორგი
28 ივნისი 2023 16:17
0
ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ მიყვარს ლეო მესი, მაგრამ მიგულეთ, არანაკლებ თქვენს დიდ გულშემატკივრადაც! გუშინ სასწაული ხდებოდა ქუჩებში, გახარებული ქომაგები ზეიმობდნენ თქვენს გამარჯვებას და დიდი იმედი მაქვს, რო ეს ზეიმი დასრულდება, ისე როგორც ყველას გვინდა!
მადლობა ბიჭებო! ნონა.
28 ივნისი 2023 14:59
0
პირიქით მადლობა თქვენ ბიჭებო ამ უსაზღვრო ემოციებისთვის და დაუღალავი ბრძოლისთვის,რომელიც თქვენ გვაჩვენეთ.
Beqa
28 ივნისი 2023 13:58
0
ირაკლი გისურვებ მომავალში კარგ იტალიურ გუნდში გადასვლას! მეტი შეგიძლი და ამას დაამტკიცებ მალე!
მწვრთნელი
28 ივნისი 2023 13:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული