Sudouest: ზურიკო კაშკაშებს და "ბორდოს" უკვე რამდენიმე კლუბმა მიმართა

AutoSharing Option
ყოველდღიური რეგიონული, საფრანგეთში ტირაჟით მეორე გაზეთი Sudouest-ი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წარმატებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდებთან გატანილმა გოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სოციალური ქსელები "ააფეთქა":

"გოლი იყო შთამბეჭდავი და ამავდროულად, ისტორიული. სამშაბათს ნიდერლანდებთან თავი ჟირონდელთა ფეხბურთელმა გამოიჩინა, რომელიც 40-მეტრიანი ქარიშხლისებური დრიბლინგით ხუთი მცველს გასცდა და მარცხენა ფეხით მეკარე ბარტ ვერბრიუგენს გოლი გაუტანა".

გამოცემა წერს, რომ დავითაშვილს "ბორდო" 1.25 მილიონ ევროდ გამოისყიდის, კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს, თუმცა სხვა კლუბებისგან უკვე მიიღეს შეთავაზებები, მაგრამ უარი უთხრეს და
ტრანსფერზე მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური წინადადების შემთხვევაში დათანხმდებიან.

"ბორდოს" საიტმა ზურიკოს გოლის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან მეტოქის მცველები ნოკაუტში ჩააგდო და ტურნირზე კაშკაშებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მუდამ ეკაშკაშოს ქართულ ფეხბყრთს მსოფლიო ფეხბურთის ცის კაბადონზა!!!
ბმბ
29 ივნისი 2023 16:35
0
ფანტასტიური გოლი შეაგდო. თავდადებით ითამაშა და სხვებმაც მხარი აუბეს. ამ ბიჭს ცოტა მეტი ფიზიკური მონაცემები ჰქონდეს,არცერთ ვარსკვლავზე ნაკლები არ იქნებოდა. ბიჭმა გული დადო მთელი თამაშის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სხვებმაც ჩინებულად, თავდაუზოგავად ითამაშეს. წარმატებები ზურიკოს და მთელ ჩვენს ნაკრებს.
Mr.kostaia
28 ივნისი 2023 21:37
0
ბერიძის გამარჯობისაც აღარ მჯერავს
გიუშა
28 ივნისი 2023 21:18
1
ზურიკომ გარკვეულწილად საფრანგეთში გამოცდილება შეიძინა,არა მგონია ბათუმში დარჩენით თამაშზე მოეკლო,მაგრამ ამ დონეზეც ვერ იქნებოდა
Levani
28 ივნისი 2023 20:15
0
იდეაში, დაიწერა რო გაააქტიურა ბორდომ კონტრაქტის პუნქტი სადაც გამოსყიდვის უფლებაში ფასიც იქნებოდა გათვალისწინებული.
SADASDS
29 ივნისი 2023 02:13
0
აქამდე იჯარით ჰყავდათ,ლევან,გამოსყიდვის უფლებით და ახლაღა თქვა ბათუმის პრეზიდენტმა ბერიძემ,ტრანსფერის თემა დაიხურა,უკვე იმათიაო.ახლა ისინი გაყიდიან და კარგადაც მოიგებენ,როცა შეიძლებოდა,ეს ფული,ბათუმს აეღო.
სოსო
28 ივნისი 2023 22:26
0
რავიცი, ბერიძემ ზურიკო ბორდომ მიერ გამოსყიდულ იქნა და ფრანგულმა კლუბმა თანხა გადაიხადა და მისი სატრანსფერო თემა დაიხურაო და...
ლაშა
28 ივნისი 2023 18:51
0
ზურიკო არის საქართველოს ნაკრების თვის MVP!!!დიდებშიც და პატარებშიც
!!
28 ივნისი 2023 18:40
1
აჰა,სულ რამდენიმე საათის წინ დავწერე,რა აჩქარებდა მეთქი,ბათუმს,ზურიკოს გაყიდვას და აგერ,უკვე მოაწყდა კლიენტი.ბათუმმა 1,25 მილიონად გაყიდაო და ახლა ,ბორდო,სულ ცოტა 3 მილიონად გაყიდის,ზურიკოს,რადგან ის,ამ ტურნირის,ერთერთი ვარსკვლავია.ნაპოლისაც ჰქონდა დადებული ოსიმენზე გამოსასყიდი ფასი,მაგრამ ფასი მოუმატეს,ამათგან განსხვავებით.გაძვირებით,ზურიკოს ხელი არაფერში შეეშლებოდა.რადგან აუცილებლად გამოუჩნდება მყიდველი,ბათუმი კი,გასაძლიერებელ ფულს იშოვიდა და ძალიანაც გამოადგებოდა,ევროტურნირების წინ
სოსო
28 ივნისი 2023 18:34
2
სამათაც გაყიდის დ აოცდაათათაც
გიო
28 ივნისი 2023 21:50
1

სიახლეები პოპულარული